Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინამ, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ბრიტანული Storm Shadow რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის

უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ბრიტანული რაკეტები Storm Shadow რუსეთზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ წერს სააგენტო Bloomberg-ი, ასევე იუწყებიან ბრიტანული The Guardian-ი და BBC.


მედია არ ასახელებს სარაკეტო დარტყმის ზუსტ სამიზნეს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი სამიზნე იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სანატორიუმი კურსკის ოლქში მარინოში. იქ, მიწისქვეშა ბუნკერში, შესაძლოა განთავსებული იყო რუსეთის ჯარების ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი, შესაძლოა იქ იყვნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებიც, მიიჩნევს უკრაინული გამოცემა Defense Express-ი.


რაკეტა Storm Shadow-ს მწარმოებელი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ ინფორმაციას. პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის წარმომადგენელმა The Guardian-ს განუცხადა, რომ ის არ გააკეთებს კომენტარს ოპერატიულ საკითხებზე.


მანამდე ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონმა არაოფიციალურად მისცა კიევს ნებართვა, გამოიყენოს ეს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. ადრე უკრაინისთვის გადაცემულ Storm Shadow-ს უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე იყენებდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებზე თავდასხმებისთვის.




ამ დღეებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მსგავსი ნებართვა მისცა თავისი ATACMS ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოშაბათს ღამით 6 ასეთი რაკეტით მიიტანეს იერიში ბრიანსკის ოლქში მდებარე ობიექტზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus