ისრაელის არმიამ ირანში ბირთვული იარაღის განვითარების კვლევითი ცენტრი გაანადგურა, -წერს Axios-ი. გამოცემის ინფორმაციით, ეს ოქტომბრის ბოლოს ირანზე მასიური იერიშის დროს მოხდა. სამეცნიერო ცენტრი პარჩინის სამხედრო ბაზაზე, თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში მდებარეობს.
Axios-ი ეყრდნობა საკუთარ წყაროებს, მათ შორის სამი ოფიციალური პირი შეერთებული შტატებიდანაა, ერთი ისრაელიდან და ერთი ყოფილი ისრაელის ოფიციალური პირი.
Axios-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ბირთვული იარაღი იქმნებოდა განადგურებულ კვლევით ცენტრში, ხოლო ფორმდებოდა ისეთნაირად, რომ შესაძლებელი იყო წარმოედგინათ, როგორ კვლევები სამოქალაქო მიზნით.
ეს სამეცნიერო ცენტრი უმოქმედოდ ითვლებოდა 2003 წელს, ირანის ბირთვული პროგრამის ოფიციალური შეწყვეტის შემდეგ. მაგრამ წელს ამერიკულმა და ისრაელის სადაზვერვო უწყებებმა მიიღეს ცნობები, იქ საქმიანობის ახალი ნიშნების არსებობის შესახებ. "ეს იყო სრულიად საიდუმლო. ამის შესახებ ირანის მთავრობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა,"-უთხრა "აქსიოსს" ამერიკულმა წყარომ.
ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ირანის ტერიტორიაზე. დღეს, 26 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ირანის რამდენიმე რაიონში, მათ შორის დედაქალაქ თეირანის შემოგარენში. ისრაელის შეტევა მოსალოდნელი იყო ოქტომბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე მიიტანა მასირებული სარაკეტო იერიში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ზუსტი დარტყმების“ სამიზნე იყო ირანის სამხედრო ობიექტები, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები და სამხედრო ქარხნები.