Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ორ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა დონეცკის ოლქში ჩადენილი მასობრივი მკვლელობებისთვის

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებს სტანისლავ რაუს და ანტონ სოპოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2023 წლის ოქტომბერს, დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახაში ჩადენილი მასობრივი მკვლელობისთვის. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, განაჩენის მიხედვით, მსჯავრდადებულმა სამხედროებმა ერთი და იმავე ოჯახის ცხრა წევრი დახოცეს. მათ შორის 9 და 5 წლის და-ძმა.




დანაშაულის მოტივები უცნობია. საქმის მასალები- კლასიფიცირებული. სასამართლოზე მტკიცებულებათა განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ორივე ბრალდებული რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშია დაბადებული. ისინი მსახურობდნენ საზღვაო-ქვეით ჯარებში, ხოლო ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებდნენ კონტრაქტს, კერძო-სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ ირიცხებოდნენ. მედიის თანახმად, 28 წლის რაუსა და 21 წლის სოპოვს, ვოლნოვახაში ჩადენილ ხოცვა-ჟლეტამდე რამდენიმე თვით ადრე, სახელმწიფო ჯილდოები ჰქონიათ მიღებული.


განაჩენის თანახმად, 2023 წლის 28 ოქტომბრის ღამეს, მაყუჩიანი ავტომატებით შეიარაღებული ჯარისკაცები შევიდნენ კაპკანეტების ოჯახის კერძო სახლში და დახვრიტეს ყველა, ვინც იქ იყო.


გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, განსასჯელებმა ბრალი არ აღიარეს.


ვოლნოვახა რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე დონეცკის რეგიონში მდებარეობს .






 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus