Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ილონ მასკის ქონება 6 ნოემბერს 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა

Tesla-ს დამფუძნებლის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება 6 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.


ამის შესახებ იტყობინება Bloomberg-ი.


ბიზნესმენებს შორის, რომელთა ქონებაც არჩევნების შემდეგ გაიზარდა, მეორე ადგილზეა კორპორაცია Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი. მისი ქონება თითქმის 10 მილიარდით მეტი გახდა.


მესამე ადგილზეა Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც შვიდ-ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა.


პირველ ათეულში აღმოჩნდნენ ასევე Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის აქტივებიც ერთ დღეში შვიდი მილიარდი დოლარით გაიზარდა და Google-ის თანადამაარსებელი ლარი პეიჯი - ხუთ-ნახევარ მილიარდდოლარიანი მატებით.


მთლიანობაში, მსოფლიოს ათი ყველაზე მდიდარი ადამიანის აქტივების ღირებულება 63,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.


ეს ყველაზე დიდი ზრდაა ერთ დღეში 2012 წლის მერე, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის გამოთვლის დაწყების შემდეგ.


მოგების დიდი ნაწილი მილიარდერებისთვის განაპირობა აქციების ზრდამ აშშ-ში. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, S&P 500 ინდექსი 2,5%-ზე ავიდა, რაც არჩევნების შემდგომი საუკეთესო მაჩვენებელი გახდა ისტორიაში, აღნიშნავს Bloomberg-ი.


Tesla-ს აქციები ნიუ-იორკში, ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგების მიხედვით, 15%-ით გაიზარდა, რამაც ბოლო წლის განმავლობაში მოგება 32%-მდე გაზარდა. მასკი მონაწილეობას იღებდა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში და რესპუბლიკური პარტიის ხარჯებისთვის 130 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა. ტრამპი, თავის მხრივ, გამარჯვების შემთხვევაში, მასკს ოფიციალურ თანამდებობას შეჰპირდა მთავრობაში.






 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus