Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ბელარუს გამომძიებლებს “სამასოიან მარშრუტზე” მიუთითა

ოკუპირებული  აფხაზეთის  ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ, უხეში პასუხი გასცა ბელარუსის საგამოძიებო ცენტრს (Belarusion Investivgative Center – BIC) რომელმაც, მანამდე გამოაქვეყნა გამოძიება  ალიაქსანდრ ლუკაშენკას ინტერესებზე აფხაზეთში და საგამოძიებო ორგანოსთან დეტალების დაზუსტებას შეეცადა.


„ალექსანდრე გრიგორიევიჩი სამართლიანად არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო მოღვაწე, პასუხისმგებელი ლიდერის მაგალითი, რომელიც მტკიცედ იცავს თავისი ხალხის ინტერესებს და  პატივისცემით სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში“ -  უპასუხეს ბელარუსის საგამოძიებო ცენტრს  ე. გენერალურ პროკურატურაში და დაამატეს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურებისადმი მსგავსი პროვოკაციული მიმართვების განმეორების შემთხვევაში, მათი ავტორები დაუყოვნებლივ გაიგზავნებიან ცნობილი მარშრუტით, რომელიც შედგება სამი ასოსგან“.




13 ოქტომბერს BIC - მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმად, ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, 2022 წლის 28 სექტემბერს, მის მიერ კონტროლირებად კომპანიას 20 ჰექტარი მიწა გადაეცა ",მსხვილი  საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად"  ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდრში. 




2022 წლის ოქტომბრის ბოლოს აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ლაპარაკი იყო დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად 20 ჰექტარი მიწის გამოყოფის შესახებ, რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში უნდა აშენდეს სანატორიუმი და საკურორტო კომპლექსი.


„ინვესტიციის მოცულობა 15 მილიარდი რუბლია. შპს „ჟემჩუჟინა 2010“ რეგისტრირებულია აფხაზეთში და მისი 90%-ის მფლობელია ბელარუსის მოქალაქე, ხოლო 10%-ისა - აფხაზეთის მოქალაქე“, - ჰყვებოდნენ სატელევიზიო სიუჟეტში.


15 მილიარდი რუსული რუბლი (თითქმის 260 მილიონი დოლარი 2022 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით) მეტია მთელი აფხაზეთის წლიურ ბიუჯეტზე, რომლის ხარჯვითმა ნაწილმა 2022 წელს დაახლოებით 13,3 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა. შედარებისთვის, 2015 წელს საავტომობილო ქარხნის, „ბელჯის“ მშენებლობისთვის ჩინეთმა ბელარუსს 100 მილიონი დოლარით ნაკლები კრედიტი მისცა.


ლუკაშენკა არ აღირებს აფხაზეთის "დამოუკიდებლობას", თუმცა ის  2022 წელს სოხუმს, მოგვიანებით კი მინსკში მიიღო  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus