Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნიდერლანდში მძარცველებმა გალერეიდან ენდი უორჰოლის ნამუშევრები წაიღეს

ნიდერლანდის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოისტერვეიკში, მძარცველებმა სამხატვრო გალერეის შესასვლელი ააფეთქეს და ამერიკელი ხელოვანის, ენდი უორჰოლის (06.08 1928 — 22.02.1987 წწ.) ორი ნახატი გაიტაცეს. კიდევ ორი ნახატი იქვე, შორიახლოს იპოვეს.


გალერეის მფლობელმა, მარკ ვისერმა განაცხადა, რომ ქურდებმა სცადეს მოეპარათ უორჰოლის ოთხი ნამუშევარი "დედოფლის" სერიიდან, რომელიც "პოპ-არტის მეფედ"  აღიარებულმა უორჰოლმა 1985 წელს შექმნა. ეს არის დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის, დანიისა და აფრიკის ესვატინის სამეფოს დედოფლების პორტრეტები.


ვისერის  თქმით, ქურდობა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ისინი ნახატების ავტომანქანით წაღებას ცდილობდნენ, მაგრამ ორი ნახატი მანქანაში აღარ ჩაეტია და ამიტომ ისინი უბრალოდ გადაყარეს. ვისერმა თქვა აგრეთვე, რომ აფეთქების გამო, გალერეის შენობა თითქმის დანგრეულია, დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც. თავად ძარცვას მან "არაპროფესიული" უწოდა.


გალერისტის თქმით, ორი მოპარული პორტრეტი მძარცველებმა ჩარჩოდან ამოგლიჯეს, რითაც, სავარაუდოდ, მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.


ნიდერლანდელმა დეტექტივმა, არტურ ბრანდმა, რომელსაც The Guardian-ი ესაუბრა, ასევე განაცხადა, რომ ეს ქურდობა არ იყო ტიპური: მძარცველები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებზე არიან "სპეციალიზებული", ასაფეთქებელს თითქმის არასდროს იყენებენ.


 




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus