Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა.


საუბარი პირველ ნოემბერს შედგა.


ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, თუმცა არ დაუზუსტებიათ, რა საკითხები განიხილეს სატელეფონო საუბარში.


რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აღიარებს საპარალამენტო არჩევნების შედეგებს.


გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა:


„საქართველო უკან მიიწევს. უპრეცედენტოა უკუსვლა სამართლის და ფუნდამენტური უფლებების მხრივ. არჩევნები არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რასაც [ევროკავშირის] კანდიდატისგან ელიან. ევროკავშირის ლიდერები მალე შეხვდებიან, რათა შედეგებზე იმსჯელონ“, - დაწერა გერმანელმა დიპლომატმა.


26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, ხმები კი ასე გადანაწილდა:



„ქართული ოცნება“ - 53,931%; "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.


ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.


26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.


დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.


მარკერის კვალი ბიულეტენის მეორე გვერდზეც ჩანდა, რის გამოც ხმის ფარულობა მასობრივად დაირღვა, - აცხადებენ ოპოზიციური პარტიები, დამკვირვებლები და ამომრჩევლები. საია ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.




 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus