Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჰერჩინსკი: თუ არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით არ ჩატარდება, მზად ვართ წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა, რეალობაა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის "ახლანდელი მდგომარეობა, რომელიც, სამწუხაროდ, სავალალოა, ქართველი ლიდერების ბრალია". როგორც ევროკავშირის ელჩმა 8 ოქტომბერს მედიასთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განზრახ - მოქმედებებით, განცხადებებით, კანონებით - არ უახლოებენ საქართველოს ევროკავშირს", არამედ დააშორეს.


მისი სიტყვებით, გაწევრიანების პროცესის შეჩერება არის "საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, მმართველი პარტიის მოქმედების, განცხადებების შედეგი". გასული წლის ნოემბერში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში იყო მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას "შეეწყვიტა ანტიდასავლური პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები, უცნაური ნარატივები", რაც, ელჩის თქმით, სამწუხაროდ, არ შეწყდა.


პაველ ჰერჩინსკის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ "უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში გვაქვს შეჯიბრი, კონკურსი საქართველოს მთავრობის უმაღლესი ოფიციალური პირების დონეზე და საქართველოს მმართველი პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ შეურაცხყოფს ევროკავშირს ყველაზე ძლიერად. ეს დაუშვებელია".


ის გამოეხმაურა ასევე პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც საბჭოთა კავშირი და ევროკავშირი ერთმანეთს გაუტოლა.


"დიდი სხვაობაა ევროკავშირსა და საბჭოა კავშირს შორის. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს, თქვენი გადასაწყვეტია თქვენი მომავალი და არავის სხვისი, მაგრამ გთხოვთ, პატივი ეცით ღირებულებებს, რომლებზეც დგას ევროკავშირი: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები".


პაველ ჰერჩინსკის სიტყვებით, ევროკავშირი დააკვირდება, როგორ ჩაივლის საქართველოში 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები. "ვიმედოვნებთ, რომ ის ჩაივლის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მას აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები. ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა", - თქვა ელჩმა, რომლის თანახმად, ყოფილა შემთხვევები, როცა ევროკავშირს გამოუყენებია სანქციები, თუმცა სანქციების გამოყენება არ არის იოლი, ვინაიდან მას სჭირდება ერთსულოვნება.


კითხვაზე, იქნება თუ არა ქართველი ხალხის დასჯა, თუ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს გააუქმებს, ჰერჩინსკიმ თქვა, რომ "არავის სურს რიგითი ადამიანების დასჯა", მაგრამ უნდა იმოქმედონ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების საპასუხოდ. მათ შორის ელჩმა დაასახელა საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის შეჩერება.


"საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება გარკვეული დროის წინ იქნა მიღებული. საქართველომ დაკარგა ევროკავშირის 121 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება და ეს ეხება მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს".




ევროკავშირი უკვე არაერთი თვეა მკაცრად აკრიტიკებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.


არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ევროპული კურსი უცვლელია, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.


ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას პრორუსული კურსის გატარებაში ადანაშაულებენ, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებას მიიჩნევენ ევროპულ გზაზე საქართველოს დაბრუნების საშუალებად.


პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus