Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დარჩელის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის თქმით, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველი საბავშვო ბაღის დირექტორი ირინა კაკაჩია აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მასწავლებელი ასახელებს მის ღია მხარდაჭერას ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ქვეყნის ევროპულ გზას ირჩევენ და ამ მიმართულებით გამართულ აქციებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, როგორც საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი ირწმუნება, მისი კანდიდატურა მიუღებელი იყო ასევე პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბისთვისაც.


სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ ირინა კაკაჩიამ განცხადება 17 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მას შემდეგ ბაღის ყოფილი დირექტორი არ პასუხობს სატელეფონო ზარებს.


„რა მოხდა? - პირველი ეჭვი გაჩნდა მაშინ, როდესაც დარჩელის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის დამთავრების ღონისძიებაზე, პერფორმანსი დადგეს, რაც მიზნად ისახავდა ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვას. აღნიშნულმა ჩანაწერმა მოიარა სოციალური ქსელები და აღფრთოვანებული იყო ყველა. მოსწავლეებმა ეს დამოუკიდებლად გააკეთეს, როგორც პედაგოგის პირდაპირი წილი, ჩემი არანაირი არ ყოფილა, მაგრამ გამიხარდა თუ არა?!


დიახ, გამიხარდა და ეს სიხარული არ დამიმალავს, რადგანაც ვთვლი, რომ ახალგაზრდები იყვნენ მართლები და ამაყი თაობა იდგა რუსთაველზე, ხელისუფლებამ კი ნამდვილად მიიღო, ანტიქართული კანონი. ქართული ოცნების შტაბს დარჩელში მართავს, ყველასთვის ცნობილი მაღალჩინოსანი! ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას. კონკრეტულად, ზემოთნახსენები ჩინოვნიკის მიუღებლობა ჩემს მიმართ, გახდა ჩემი განთავისუფლების მიზეზი. რაც დამეთანხმებით, წმინდა წყლის პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას ნიშნავს! თუმცა, დრონი მეფობენ, არა მეფენი!“ - წერს სოციალურ ქსელში ირინა კაკაჩია.




პედაგოგის სამსახურიდან დათხოვნას უარყოფენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაგდალინა თოდუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ირინა კაკაჩია, რომელიც ბაღში მუსიკის მასწავლებელია, გამგის მოვალეობას დროებით ასრულებდა დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელის ავადმყოფობის გამო. მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ ყოფილი გამგე მუშაობას ვერ გააგრძელებდა, მის თანამდებობაზე შეირჩა „მრავალწლიანი გამოცდილების მქონე“ კადრი.


როგორც მერიაში ირწმუნებიან, ირინა კაკაჩია არ გაუთავისუფლებიათ და ის რჩება მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე:


„დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგე საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2023 წლის 3 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ამის შემდეგ ის გავიდა უფასო შვებულებაზე, 30 სექტემბრის ჩათვლით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ბაღის გამგის მოვალეობას ასრულებდა იმავე ბაღის მუსიკის მასწავლებელი ირინა კაკაჩია. მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს ყოფილმა გამგემ ბაღიდან წასვლის თაობაზე დაწერა განცხადება, დაინიშნა ახალი კადრი - მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, რომელიც წლების წინ ამავე ბაღში მუშაობდა და ასევე სხვა ბაღში აქვს გამგის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სულ ეს იყო... არანაირი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება აქ არ ყოფილა. ამას გამოვრიცხავთ... ირინა კაკაჩია ამჟამად რჩება მუსიკის მასწავლებლად...ამ წუთას ის შვებულებაშია“, - განაცხადეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.


„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში თქვეს, რომ „არანაირი კავშირი არ აქვთ დარჩელის საბავშვო ბაღში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან“.


 


 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus