Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საქართველოში არჩევნების გამო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ენგურის ხიდს ჩაკეტავს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი - ჩაიკეტება.


აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება „საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებს“ და ასევე „სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენებს“.


გადაწყვეტილების თანახმად, ენგურის ხიდის ჩაკეტვა არ შეეხებათ ენგურჰესის თანამშრომლებს, ასევე „აფხაზეთის მოქალაქეებს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს“, რომლებიც დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბრუნდებიან.


ამავე ინფორმაციის მიხედვით, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დღეს, 18 ოქტომბერს, გამართა „უშიშროების საბჭოს სხდომა“, რომელზეც ამ საკითხებზე იმსჯელეს.


ბჟანიამ "უსაფრთხოების სამსახურების" ხელმძღვანელებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში მუშაობის გაძლიერება დაავალა.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დე ფაქტო მთავრობა "საქართველოსთან საზღვარს“ კეტავს. ასეთი გადაწყვეტილებები პერიოდულად მიიღება სხვადასხვა მიზეზით. მათ შორის - „არჩევნებზე შესაძლო პროვოკაციების" თუ „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის“ გამო.




ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ტელევიზიამ 16 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომლებმა "აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის" პატრულირებისას გალის რაიონის სოფელ ბგოურაში ჩამოადგეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერ დავით ქაცარავას ეკუთვნის.


ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დრონი მიმდებარე ტერიტორიასა და სამხედრო ობიექტებს იღებდა. ინფორმაცია დაადასტურა თავად დავით ქაცარავამაც. "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსებმა მათი დრონის ჩამოგდება შეძლეს. მისი თქმით, დრონი მოძრაობის „პატრულირების განუყოფელი აქსესუარია, რომელიც პატრულირებას ოკუპაციის ხაზთან შეუდარებლად დიდ ეფექტურობასა და სარგებლიანობას მატებს“. დავით ქაცარავა ახალი დრონის შესაძენად ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებს სთხოვს.


უპილოტო საფრენი აპარატის ინციდენტზე კომენტარი გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ. დე ფაქტო უწყებაში მიაჩნიათ, რომ ეს არის „პირდაპირი პროვოკაცია, რომელიც მიმართულია სასაზღვრო ზონაში დაძაბულობის ესკალაციისკენ".


აფხაზური მხარე ინციდენტის განხილვას ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მომავალ შეხვედრაზე გეგმავს.


უფრო ადრე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამო ე.წ. გამშვები პუნქტების, „რაზდახანისა“ და „პერევის“ დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus