Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული დრონების მწარმოებლებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სამ რუსულ და ჩინურ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების Garpiya-ს შემუშავებასა და წარმოებასთან. ამ დრონებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობით ჩინეთში შემუშავებული და წარმოებული დრონების გამოყენებამ გამოიწვია უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტების ნგრევა და მასობრივი მსხვერპლი.


სანქცირებული არიან რუსეთის ქალაქ იჟევსკში მდებარე ქარხანა „კუპოლი“, ჩინური Xiamen Limbach Aircraft Engine და Redlepus Vector Industry Shenzhen და რუსული ფირმა „ტსკ ვექტორის“ გენერალური დირექტორი არტიომ იამშჩიკოვი. აშშ-ის მონაცემებით, ამ ფირმას „კუპოლსა“ და ჩინურ კომპანიებს შორის შუამავლობით რუსეთში ჩააქვს ჩინეთში წარმოებული დრონები.




სააგენტო Reuters-ი 2024 წლის სექტემბერში წერდა, რომ რუსეთის ქალაქ იჟევსკის ელექტრომექანიკურმა ქარხანა „კუპოლმა“, რომელიც იარაღის მწარმოებელი სახელმწიფო კონცერნის, „ალმაზ-ანტეის“ შვილობილი საწარმოა, ჩინელი სპეციალისტების დახმარებით შეიმუშავა და გამოცადა დრონის ახალი მოდელი, Garpiya-3.


არსებული მონაცემებით, ამ დრონების დატვირთვა 50 კილოგრამია, ფრენის მანძილი კი დაახლოებით 2000 კილომეტრი.




რუსეთთან ომში უპილოტო საფრენ აპარატებს აქტიურად იყენებს უკრაინაც, რომელმაც მათი წარმოებაც დაიწყო. უკრაინის მონაცემებით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით ეს წარმოება ათჯერ გაიზარდა.  

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus