Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კობახიძე გერმანიის ელჩს: დამარცხდება ყველა, ვინც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 15 ოქტომბერს ზუგდიდიდან გამოეხმაურა გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს.


კობახიძემ ელჩს მიმართა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდება ყველა, ქართველი თუ უცხოელი, ვინც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“.


„მინდა მას [ფიშერს] ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება, რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელიც გულშემატკივრობს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი. ყოვლად მიუღებელია კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება და ნებისმიერი გულშემატკივრობა ამ მოვლენის მიმართ“, - თქვა კობახიძემ.


გერმანიის ელჩმა 14 ოქტომბერს სოციალურ ქსელ X-ში „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ შემდეგი სიტყვები დაწერა: „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა".




პეტერ ფიშერი ასე გამოეხმაურა კალაძის იმ განცხადებას, რომელშიც თბილისის მერმა ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანა ლიურმანს, უწოდა „ჩვეულებრივი კუბილიუსი კაბაში“.


მედიასთან საუბარში ლიურმანმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას სირთულეებს უქმნის ევროინტეგრაციის გზაზე.


„ჩვენ ვიმსჯელებთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე. სრულიად ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზას აფერხებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხალხს ჰქონდეს უფლება, თავიანთი გზა თავისუფლად განსაზღვრონ და ამიტომაც, საკვანძო მნიშვნელობისაა არჩევნების სანდოობა, რომ ის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს”, - განაცხადა ანა ლიურმანმა.




გასულ კვირაში ევროპარლამენტმა მიიღო მკაცრი რეზოლუცია, რომელშიც საუბარია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვასა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე.


საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა გამკაცრდა "აგენტების კანონის" მიღებისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რასაც არ იზიარებს საქართველოს მმართველი პარტია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus