პირველი ნაბიჯები გადაიდგა - მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდები ორპოლუსიანობის საპირწონე საერთო პოლიტიკური ცენტრის შექმნას ცდილობენ. ძალების გაერთიანების ინიციატივა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეკუთვნის, რომელმაც პოლიტიკოსები 17 სექტემბერს, რეზიდენციაში მიიწვია.