პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 21 აგვისტოს, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას უსაფრთხოების ზომები "მომატებული რისკების" გამო გააძლიერეს. ამის შესახებ მან ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.