საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მთავარსარდალია, აცხადებს, რომ ჯარის გაძლიერების გარეშე ქვეყანა ვერ იქნება დაცული. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც სთხოვეს შეეფასებინა აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - საქართველოსთან ერთად დაგეგმილი წვრთნები უვადოდ გადაედო.