აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი აცხადებს, რომ აშშ სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოსაც მიიწვევს ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებზე, ამასთან მთავრობას პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან 24 ივნისს, ბრიფინგზე ისაუბრა.