რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ქართველმა მაშველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში იპოვეს ცხინვალში, მდინარე ლიახვში, დამხრჩვალი 14 წლის მოზარდის ცხედარი. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცხედარი ნაპოვნია, თუმცა სამართლებრივი პროცედურების გათვალისწინებით, ჯერ გვამის იდენტიფიცირება არ მომხდარა.