პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის წევრი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომელიც შეეხება შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილსა (იგივე ხარება) და ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირებასა და ფიზიკურ ძალადობას. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.