ბელარუსმა ჰაკერებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყნის უშიშროების სამსახურის, კაგებეს ვებსაიტი გატეხეს. მათ გამოაქვეყნეს 40 ათასზე მეტი წერილი, რომელიც მოქალაქეებმა უწყებას მიწერეს. ბოლო რამდენიმე წელია, “კიბერპარტიზანები” ებრძვიან ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს და ეხმარებიან უკრაინას.