ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებებს გამოეხმაურა და მათ შეურაცხმყოფელი უწოდა.
კალაძე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, მალე თბილისში „მოლოტოვის კოექტეილით“ იხილოს.
„მე ის ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა შემოვიტანო, მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, რასაც კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა, იმ ქალბატონის სახელი და გვარი არ მახსოვს. გულწრფელად ვამბობ, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ ზეგ, შეიძლება [ვიოლა ფონ კრამონი] მოლოტოვის კოქტეილით ხელში ვიხილოთ დედაქალაქში, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, არც ეს ქალბატონი, გვარი არ მახსოვს, ვიოლა არ არის ევროპა და არც რომელიმე ევროპარლამენტარი. ევროპულ ღირებულებებს ვიცავთ და ვიცით რა არის“, – აცხადებს კახა კალაძე.