ანალიტიკოსი მედეა ტურაშვილი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფაქტორებსა და რისკებზე ლაპარაკობს. საინტერესოა, ის ბმა, რომელსაც ის ხედავს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებს შორის: "საინტერესოა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენად ურთიერთდამოკიდებულები და საერთო ინტერესების მატარებლები გავხდით სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავთ, რუსეთის როლი რეგიონში დიდი ალბათობით შესუსტდება".