Meta-ს კვარტლური ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან გამოავლინეს და წაშალეს არაავთენტური ანგარიშების ქსელი.
როგორც ანგარიშში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის უკან მყოფი ადამიანები თავიანთი რეალური ვინაობების დაფარვას ცდილობდნენ, გამოძიებამ მიაგნო ამ ქსელთან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის კავშირს.
„ქსელი ფუნქციონირებდა 24 საათის განმავლობაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდასაჭერი კონტენტის წარმოსაჩენად, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პრო-სამთავრობო მედიის გაზიარებით“ - წერია Meta-ს კვარტალურ ანგარიშში.
სოციალურმა ქსელმა ჯამში წაშალა 80 ანგარიში Facebook-ზე, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 ანგარიში Instagram-ზე კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო.
Facebook-ის მონაცემებით, მხოლოდ ამ ქსელმა დაახლოებით $33 500 დახარჯა თავისი კონტენტის სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის.