რუსეთის არმიის ყველა შენაერთმა დატოვა ნოვა კახოვკა - უკრაინის სარდლობა
"2023 წლის 22 მარტის მდგომარეობით, დამპყრობელთა არმიის ყველა შენაერთმა, რომელიც ხერსონის რეგიონში, ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა. ამას წინ უძღოდა გამორჩენის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის შენობებში ჩატარებული „შემოვლა“. ოკუპანტებმა სამოქალაქო მოსახლეობას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკა, სამკაულები, ტანსაცმელი და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურის შტაბის ცნობაში.
ქალაქ ნოვა კახოვკაზე რუსეთის არმიამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებში დაამყარა კონტროლი.
გასული წლის ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალებმადატოვეს ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდგე ამჟამად ახორციელებს თავდაცვით მოქმედებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.