Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს

პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მან არ დააზუსტა, ამ ნაბიჯს, როდის მიეცემა ოფიციალური სახე.


„ეს თანამშრომლობა დასრულდება. მე ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ალბათ ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი", - განაცხადა „TV პირველის" ეთერში ხატია დეკანოიძემ.


პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც უთანხმოება გამოიწვია, იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გააქტიურება. „ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილი ერევა პარტიის საქმიანობაში", - შენიშნა მან. დეკანოიძის თქმით, მერაბიშვილი პარტიაში გამართულ არჩევნებში ერეოდა. 


როგორც ხატია დეკანოიძემ თქვა, „ნაციონალური მოძრაობა" ძველი პარადიგმით ვერ იმოქმედებს.


დეპუტატმა განაცხადა, რომ არ გეგმავს სხვა პარტიაში გადასვლას, თუმცა პოლიტიკაში რჩება და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.


„ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც ოფიციალურად დადგება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს არის პრინციპისა და ღირსების საკითხი“, - დაამატა მან.


22 მარტს ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ოპოზიციური პარტიის დატოვებაზე ნაფიქრი აქვს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დეპუტატს საჯაროდ ჰქონდა უთანხმოება პარტიის ხელმძღვანელობასთან, ეხებოდა საპარლამენტო ბოიკოტს, რომლის შეწყვეტასაც დეკანოიძე აქტიურად მოითხოვდა.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus