“დერუსიფიკაციის“ ფარგლებში კიევში სახელები შეუცვალეს ლევ ტოლსტოის მოედანსა და იური გაგარინის პროსპექტს
ამ ცვლილებების შედეგად, კერძოდ, ლევ ტოლსტოის მოედანს ეწოდა უკრაინელი გმირების მოედანი;
ლევ ტოლსტოის ქუჩას - ჰეტმან პაველ სკოროპადსკის ქუჩა;
იური გაგარინის გამზირს- ლეონიდ კადენიუკის გამზირი;
მარინა ცვეტაევას ქუჩას - ალექსანდრა ექსტერის ქუჩა და სხვა
"კიევში დერუსიფიკაციის პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქს სამუდამოდ მოშორდეს საბჭოთა და რუსული სახელები და სიმბოლოები, რომლებიც აგრესორ ქვეყანასთან ასოცირდება. და ჩვენ ამას ვაკეთებთ", - აღნიშნა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
მისივე ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყებიდან კიევის საკრებულოს დეპუტატებმა უკვე გადაარქვეს სახელები დედაქალაქის 288 ობიექტს, რომელთა სახელები რუსეთთან ან სსრკ-სთან ასოცირდებოდა.