ოკუპანტები კვლავ რჩებიან ნოვა კახოვკაში - უკრაინის გენშტაბმა თავისივე ცნობა უარყო
"ოკუპანტები დროებით ჯერ კიდევ იმყოფებიან ნოვა კახოვკაში. ინფორმაცია ამ დასახლებული პუნქტიდან მტრის სავარაუდო გასვლის შესახებ არსებული მონაცემების არასწორი გამოყენების შედეგად გავრცელდა, - ნათქვამია უკრაინის არმიის გენშტაბის მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში.
გასული წლის ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალებმადატოვეს ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდგე ამჟამად ახორციელებს თავდაცვით მოქმედებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.