Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

არ ვიცი „ვივამედის“ განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას, შეიძლება, აქ საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც ის კლინიკა „ვივამედის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ომბუდსმენის განმარტებით, მას არ სურს მიხეილ სააკაშვილის მიმართ „ისეთი ქმედება განხორციელდეს, რომელმაც შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს“.

„რაც შეეხება კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას, არ ვიცი განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მის ციხეში დაბრუნებას, შეიძლება, საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. როგორც ვიცი, სახალხო დამცველმა პოზიცია დააფიქსირა, რომ ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდა დაფიქსირებული. არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რომელმაც შეიძლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს. სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა – თუ სად მოხდება, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს შეიძლება, მათ შორის განხილული იყოს.

პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი იქნება და ამ აზრზე არიან, ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრები, რამდენიმე მათგანი, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს. ის სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა დარჩეს. უახლოეს მომავალში აღარ ვგეგმავ მის მონახულებას, რადგან ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას, რომ ისევ მე შევიდე. უფრო მნიშვნელოვანია, ის ადამიანები შევიდნენ, ვინც მის ჯანმრთელობაზე მონიტორინგს ახდენენ.

პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება ან რა კომუნიკაცია არსებობს მთავრობასა და ამ ჯგუფს შორის. მომხრე ვარ, რომ სხვა ქვეყნიდან პოლონეთიდან იქნება თუ სხვა ქვეყნიდან ექიმები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მისი მდგომარეობით მიეცეთ საშუალება, რომ მივიდნენ და მოინახულონ“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“მონახულებასთან დაკავშირებით სრული თავისუფლება ექნება და კონსილიუმი სააკაშვილის მონახულებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„[მიხეილ სააკაშვილის] ადვოკატის ვიზიტი დაუგეგმავი იყო. მთელი დღე გაწერილი მაქვს და მასთან ფიზიკურად შეხვედრას ვერ შევძლებ, მაგრამ მე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე და ისინი აუცილებლად შეხვდებიან. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილს შევხდი. ასევე, მე გიული ალასანიასაც შევხდი, მასაც კლინიკა „ვივამედში“ ვესაუბრე. აგრეთვე, კლინიკა „ვივამედიდან“ გამოთხოვილი იყო და ვთხოვე დროულად გამოეგზავნათ დოკუმენტაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ეს დოკუმენტაცია 20 მარტს მივიღეთ და იმავე დღეს დოკუმენტაცია კონსილიუმთან გადავაგზავნეთ. ასევე, ორი დღის წინ კონსილიუმის წევრებთან შეხვედრა გავმართე და მათაც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი პოზიცია, რომ არანაირი ტიპის ხელის შეშლა, პირიქით ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ, რომ მათი საქმიანობა გააგრძელონ. როგორც ცნობილია, ისინი უახლოეს პერიოდში კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ“, – აღნიშნა იოსელიანმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus