ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა
მონა ლიზა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი, ხელახლა შეიქმნა 3604 ფინჯანი ყავისა და 564 ლიტრი რძის გამოყენებით.
ამ ნამუშევრის შესაქმნელად რვა ფანტასტიკური ადამიანი და სამი საათი გახდა საჭირო. იგი ექვსი მეტრი სიმაღლისა და ოთხი მეტრი სიგანის გახლდათ.
სხვადასხვა ფერის ჩრდილები ყავაში დამატებული რძის განსხვავებული რაოდენობით იქნა მიღებული.
ეს ყოველივე Coffee Lisa-მ შეიქმნა The Rocks Aroma Festival-ისთვის სიდნეიში, ავსტრალიაში და ნამუშევარი 130 000-ზე მეტმა ადამიანმა იხილა. ისინი ესწრებოდნენ “ერთდღიანი ყავის მოყვარულთა” ღონისძიებას.
მონა ლიზა, ასევე ცნობილი როგორც ლა ჯოკონდა, არის მე-16 საუკუნის პორტრეტი, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ ზეთში დახატა იტალიური რენესანსის დროს.
ნამუშევარი საფრანგეთის მთავრობის საკუთრებაა და პარიზში, საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმში ინახება, სახელწოდებით “ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს მეუღლის ლიზა გერარდინის პორტრეტი”.
მისი ზომებია 77×53 სანტიმეტრი და წლების განმავლობაში იწვევდა დებატებს მისი ცნობილი იდუმალი ღიმილის მიზეზებზე.
წყარო/ფოტო: The Fact Site