Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დმიტრი მედვედევი სტალინის დეპეშებით "გამხნევებას" ურჩევს სამხედრო-სამრეწველო საწარმოთა დირექტორებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ თანამედროვე რუსეთის თავდაცვის სამრეწველო საწარმოების დირექტორებმა უნდა წაიკითხონ საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინის ომისდროინდელი დეპეშები. „იმისთვის, რომ გამხნევდნენ“, - აღნიშნა სოციალური ქსელის მომხმარებლის შეკითხვაზე დმიტრი მედვედევმა, რომელმაც უარყო დასავლეთის მედიისა და ანალიტიკური ცენტრების მიერ რუსეთის არმიაში შეიარაღების დეფიციტის შესახებ გავრცელებული ცნობები.


„გაუთავებელი საუბრებია იმაზე, რომ იწურება ჭურვები, იწურება ტანკები, რაკეტები და ასე შემდეგ. წელს მარტო 15000 ტანკი გავაკეთეთ (ომამდელი შეფასებით, რუსეთი წელიწადში დაახლოებით 150 ტანკს აწარმოებდა - რადიო სვობოდა). გამოთვალეთ, რამდენს მიიღებს ჩვენი მოწინააღმდეგე თუნდაც ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, - აი, თქვენ პასუხი", - განაცხადა მედვედევმა. მან ასევე თქვა, რომ რუსეთში იარაღის ახალი წარმოება იწყება, „რადგან ეს აუცილებელი გახდა."


რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ აგრესორ ქვეყანას დაუწესდა საერთაშორისო სანქციები, რამაც რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს "კრიტიკული" იარაღის წარმოებისა და შენარჩუნების საშუალება მოუსპო. საუბარია არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებზე, არამედ მარტივ დეტალებზე, როგორიცაა საკისრები. აქედან გამომდინარე, გართულებულია ტანკების, თვითმფრინავებისა და სხვა ტექნიკის რემონტი.



თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჯერ კიდევ გასული წლის მაისში რუსეთში შეიქმნა აღჭურვილობისა და იარაღის დეფიციტი. გარდა ამისა, ომის დაწყებიდან რუსეთის არმიამ დაკარგა ათასობით ცალი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომლებიც უფრო სწრაფად მოიხმარება, ვიდრე იწარმოება.



აღჭურვილობის ნაკლებობის შესავსებად უკრაინაში, საბრძოლო ზონაში იგზავნება საბჭოთა ტანკები, რომელთა გამოშვება რუსეთში მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო.




და ამ ფონზე, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ინტენსიურ მომზადებას, რათა აითვისონ დასავლეთის მოდელის Leopard-2-ები, რომელთა მიწოდებაზე ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ კიევთან მიღწეული „სატანკო გარიგების“ ფარგლებში. უკრაინის სამხედროებისთვის ოთხკვირიანი მომზადების კურსები, კერძოდ, გერმანიასა და ესპანეთში ტარდება.



აშშ, გერმანია და ევროპის რამდენიმე ქვეყანა: პოლონეთი, პორტუგალია, ფინეთი და შვედეთი გეგმავენ ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად უკრაინას მომავალ თვეებში მიაწოდონ ათობით საბრძოლო ტანკი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus