Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია რამდენჯერმეა გადამოწმებული - დეგნანი ღარიბაშვილს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პასუხობს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშზე. პრემიერმა თქვა, რომ ანგარიში "არაობიექტურ" და "უსამართლო" დასკვნებს ეყრდნობა.


ელჩის განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონკრეტულ საკითხებზეა კონცენტრირებული და არა პოლიტიკურ პარტიებზე და  ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია რამდენჯერმეა გადამოწმებული. ამის შესახებ კელი დეგნანმა ახალციხეში, "ამერიკული თაროს" გახსნაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან:


"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ათწლეულებია მზადდება და იგი კონცენტრირდება საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე თუ ინდივიდებზე. იგი ეყრდნობა სანდო წყაროების სპექტრს, რომელიც შემოწმებული და შემდეგ კიდევ გადამოწმებულია.


ეს ანგარიშები ძალიან კარგი საშუალება და რესურსია, ქრონოლოგიურად დავინახოთ არა მხოლოდ რა საჭიროებები არსებობს და სად არის ხარვეზი, არამედ ის, თუ წლების განმავლობაში რა შეიცვალა, რა გაუმჯობესდა. ის ძალიან კარგი რესურსია, რომ ხელი შეუწყოს ძალისხმევას დემოკრატიის უკეთესი განვითარებისთვის. იმედია, ეს ასე იქნება დანახული".


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მოგონილი" და "სპეკულაციური" უწოდა იმ ფაქტებს, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში მოხვდა საქართველოს შესახებ.


21 მარტს პრემიერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი "ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების უსამართლო და სუბიექტურ დასკვნებს" ეყრდნობა:


"ძალიან მოკლედ გავეცანი ანგარიშს, ძირითად აქცენტებს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იგი ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციას, რაც მიწოდებული იყო - არაობიექტურ, მიკერძოებულ და უსამართლო დასკვნებს, რაც მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.


ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ესაა სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილია. ესა არაა ჩვენთვის საინტერესო", - თქვა ღარიბაშვილმა.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ 20 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიშის საქართველოს თავში წერია, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება დაუსჯელობა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად.


ანგარიშში მოხვდა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის, ასევე 2019 წლის 20-21 ივნისის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეები.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus