Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემ სასამართლოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „რომის სტატუტის“ მონაწილე ქვეყნების ასამბლეის პრეზიდიუმმა. მისი ოფიციალური განცხადება მოჰყვა სასამართლოსადმი რუსეთის წარმომადგენელთა მუქარას.


პრეზიდიუმი წუხილს გამოთქვამს, რომ არის მცდელობები, ხელი შეუშალონ საერთაშორისო ძალისხმევას, უზრუნველყოფილი იყოს პასუხისმგებლობის დაკისრება საერთაშორისო სამართლით აკრძალული ქმედებებისთვის.


პრეზიდიუმი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ინსტიტუციას, სრულ ნდობას უცხადებს და კვლავაც დაიცავს „რომის სტატუტით“ განსაზღვრულ პრინციპებს, ფასეულობებს და მთლიანობას, რომელსაც ვერანაირი მუქარა ვერ შეარყევს.




პრეზიდიუმის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გამოხატავს კოლექტიურ ვალდებულებას, ებრძოლონ ყველაზე მძიმე საერთაშორისო დანაშაულისთვის დაუსჯელობას. პრეზიდიუმი „რომის სტატუტის“ მონაწილე ყველა ქვეყანას მოუწოდებს, პატივი სცენ სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობას.


„რომის სტატუტის“ მონაწილე ქვეყნების ასამბლეა ხელმძღვანელობს და მეთვალყურეობას უწევს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. საერთაშორისო ხელშეკრულება „რომის სტატუტი“, რომელიც სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს, მსოფლიოს 123 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული.





17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
20 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus