მუხიანში, ლიფტში კაცის მოკვლის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში კაცის ცხედარი გუშინ, 22 მარტს, იპოვეს.