მეგან ფოქსი და მაშინ გან კელი ოფიციალურად არ წყვეტენ თავიანთ ურთიერთობას და არც საქორწილო გეგმებზე ამბობენ უარს, თუმცა წყარომ PEOPLE-თან საუაბარში განაცხადა, რომ წყვილს “შაბათ-კვირას კამათი მოუვიდა, მეგანი ძალიან განაწყენებულია” და “არ ელაპარაკება” თავის მუსიკოს საქმროს.
“მათ ოფიციალურად არ გაუუქმებიათ ნიშნობა, თუმცა მეგანი ბეჭედს აღარ იკეთებს”, – დასძენს ინსაიდერი. წარსულში წყვილს ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ამჯერად ყველაფერი საკმაოდ სერიოზული ჩანდა. არც ფოქსის და არც კელის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს PEOPLE-ის თხოვნას და კომენტარი არ გააკეთეს.
მეგანმა წაშალა Instagram-ის ექაუნთი კვირას, დღის მეორე ნახევარში, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც მან სოციალურ პლატფორმაზე გაავრცელა პოსტი, რომელიც მიანიშნებდა მისი და კელის შესაძლო დაშორების შესახებ.
წყარო/ფოტო: People