ვალენტინობის დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ყვავილები, ბუშტები, სამკაულები, სუნამოები, შოკოლადები, ამ დღის განუყოფელ ნაწილად იქცა. იცოდით, რომ თებერვალში შოკოლადის წარმოების და გაყიდვის მაჩვენებელი წლიურ მაქსიმუმს აღწევს? დიახ, ეს სწორედ სიყვარულის დღესასწაულს უკავშირდება.
შოკოლადი მიზიდულობის, სიყვარულის, ვნების, ყურადღების და კავშირის სიმბოლოა. მისი მირთმევისას ჩვენს სხეულში ბედნიერების ჰორმონი ენდორფინი გამოიყოფა. ეს კი ადამიანს პოზიტიურ განწყობას უმაღლებს და ენერგიას მატებს. ალბათ, გახსოვთ ცნობილი ფრაზა ლეგენდარული ფილმიდან “ქერათმიანი ადვოკატი”, “ენდორფინები გვაბედნიერებს”.
შოკოლადი ტეობრომას კაკაოს ხიდან მიიღება, რაც ბერძნულად “ღმერთების საკვებს” ნიშნავს. თუ შოკოლადი საკმარისად კარგია ღმერთებისთვის, მაშინ მასზე არც თქვენი შეყვარებული იტყვის უარს.
წყარო/ფოტო: The Fact Site