შვედეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი სამშაბათს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს ხვდება, რათა ნატოში გაწევრიანებისთვის თურქეთის მხარდაჭერა მოუპოვოს თავის ქვეყანას.
შვედეთმა და ფინეთმა შეცვალეს სამხედრო ნეიტრალიტეტის მრავალწლიანი პოლიტიკა და ჩრდილოატლანტიკურ კავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეიტანეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზია შიში, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შემდეგ სამიზნედ შეიძლება იქცნენ.
მაგრამ თურქეთი თავს იკავებს მათი წევრობისთვის მხარის დაჭერისგან. ანკარა მათ - განსაკუთრებით შვედეთს - ბრალს სდებს უსაფრთხოების საკითხებში თურქეთის შიშების უგულებელყოფაში.
იმისთვის, რომ ახალი წევრების მიღება გადაწყდეს, აუცილებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ვე წევრის თანხმობა.