უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებმა მიაგნეს ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა ადასტურებდეს, რომ ირანი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აწვდიდა მოსკოვს დრონებს.
„უპილოტო საფრენი აპარატი Mohajer-6-ის პროპელერი მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალშია დამზადებული. ლაპარაკია მხოლოდ დამზადებაზე. და კიდევ საჭირო იყო დრო რუსეთის ფედერაციაში მის ჩასატანად. ანუ ისინი წელს ჩაიტანეს,“ განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.
როგორც უკრაინის დაზვერვამ დაადგა, ირანული Mohajer-6 სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული დეტალებითაა დამზადებული. მათი უდიდესი ნაწილი აშშ-იდანაა. ძრავა ავსტრიულია, კამერა - იაპონური. რუსეთში დამზადებული ნაწილები მასში საერთოდ არ არის.
შაბათს ირანმა პირველად აღიარა რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების ფაქტი. მაგრამ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მისი ქვეყანა მოსკოვს დრონებს აწვდიდა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრამდე. ადრე თეირანი საერთოდ უარყოფდა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას. რუსეთი დღემდე უარყოფს ირანისგან სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების მიღებას.