Добавить новость

Сладости от ´Красного пищевика´ в Москве празднуют Дни рождения.

Стало известно, почему Армения не решается порвать отношения с Россией

Бывшая Джамахирия: кто в Ливии главный?

ГРУЗИЯ. Убийцу двух человек поймали на границе Грузии и России после 20 лет розыска

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პირველი ქართული მაუწყებლობის თანადამაარსებელი ევროპაში – სიცოცხლესა და ხელოვნებაზე შეყვარებული გვინინა

გვინინა 24 წლის ქართველი გოგოა, რომელმაც იტალიაში მშობლიური კულტურა ჩაიტანა და თანამოაზრეებთან ერთად, დიდ საქმეს აკეთებს. იგი პროფესიით ფილოლოგია, თუმცა ევროპაში პირველი ქართული ინტერნეტ მაუწყებლობის, Merani TV, თანადამაარსებელი და ტექნიკური ხელმძღვანელია. ამბობს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ტელევიზიის გახსნის შესაძლებლობა და მათი კეთილდღეობისთვის შრომა უდიდესი საჩუქარია, რაც კი შეიძლებოდა ცხოვრებაში მიეღო.

გვინინა, როგორც ვიცი, ამჟამად იტალიაში მოღვაწეობ, როდის გაემგზავრე უცხოეთში საცხოვრებლად?

იტალიაში ერთი წლის წინ ჩამოვედი. ყოველთვის ვიცოდი, რომ სადღაც სხვაგან უნდა მეცხოვრა, თუმცა აქამდე ჩამოსასვლელი გზა იყო რთული და ხანგრძლივი. ჩემი იტალიური ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია ქართულისგან. ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, თუმცა ახლა სხვა შემართება და მიმღებლობა მაქვს სიახლეების მიმართ.

იტალიაში შენი ჟურნალისტური საქმიანობისა და იმ დიდი ქართული საქმის შესახებ რომ მოგვიყვე, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად ეწევი?

ინტერნეტ-ტელევიზიის დაარსება დედას იდეა იყო და მეც უპირობოდ ავყევი, რადგან ჩვენ ოფიციალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებამდე, მე – საქართველოდან, ის – იტალიიდან, ვმუშაობდით უწყვეტი ლაივების რეჟიმში.

ძალიან რთული და მძიმე გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ ყველა რესურსითა და უდიდესი ენთუზიაზმით. და ალბათ, ამ ყველაფრის გასაგრძელებლად, მხოლოდ ადამიანების მადლიერება გვაძლევს ძალას, თუმცა დიდი შთაგონების წყარო, ჩემთვის, სწორედ დედაა. უზარმაზარი ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე და არ მაქვს უფლება, მის გვერდით არ ვიყო. გარდა ამისა, ემიგრანტებს ურთულესი ცხოვრება აქვთ ემიგრაციაში. ისინი სხვა ქვეყანაში სწავლობენ დამოუკიდებლად ცხოვრებას და უწევთ გაუძლონ ძალიან მძიმე შრომას. ამიტომ გადავწყვიტეთ, არ ვყოფილიყავით, სტანდარტული ტელევიზია. დავახარისხეთ ამბები და ორიენტირებულები ვართ მხოლოდ მნიშვნელოვან, კულტურულ და საინტერესო ინფორმაციებზე.

ვცდილობთ გავაშუქოთ ყველა კულტურული ამბავი, რაც ემიგრაციაში ხდება და ყველა ის ადამიანი, რომელიც საკუთარი საქმიანობით არის საინტერესო. გარდა ამისა, ვეხმარებით ემიგრანტებს იმ საჭირო საიმიგრაციო ინფორმაციებით, რომლებიც მათი უცხოეთში მშვიდობიანი ცხოვრებისთვისაა მნიშვნელოვანი. ამით, ვფიქრობ, ბევრი ადამიანის გზას გავკვალავთ, ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით.

როგორია უცხოეთში საქართველოზე შეყვარებული ქართველის ცხოვრება?

ფრაზა, რომელიც ყველაზე მარტივად ვისწავლე არის: ,,მე ქართველი ვარ, საქართველოდან’’. მერე ვიწყებ საუბარს, როგორია საქართველო, რატომ უნდა გიყვარდეს და საერთოდაც, რატომ უნდა გაინტერესებდეს.

პირველივე დღიდან ვახერხებ, ჩემს წილ საქართველოზე ვუამბო იტალიელებს. მიხარია იმის მოსმენა, რომ მათ უკვე ბევრი რამ იციან და დადებით ჭრილში საუბრობენ ჩვენს ქვეყანაზე, რაც უპირობოდ ,,უხუცესი’’ ემიგრანტების დამსახურებაა.

ჩემი დილა იწყება მერანით და სულ მცირეხნიანი ძილის შემდეგ, კვლავ მერანით გრძელდება. სიგიჟეა ამ ფერხულში ჩაბმა, თუმცა ვერ დანებდები. იმას, რაზეც საქართველოში თვალს დახუჭავენ, აქ არავინ გაპატიებს, რადგან უფრო დიდია თანადგომაც და ტკივილიც. აქ უფრო მეტად გჭირდება და სჭირდები.

გვინინა, წერ არაჩვეულებრივ ლექსებს, ხატავ გულში ჩამწვდომ და ემოციურ ნამუშევრებს. პოსტი ვნახე სოციალურ ქსელში, სადაც შენს ნახატებზე ამბობ, რომ მათ გადაგარჩინეს. მინდა გკითხო, თუ შენთვის ეს დელიკატური საკითხი არ არის, რას გულისხმობ ამ სიტყვებში?

ყველას გვაქვს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი და ამ პერიოდიდან გადარჩენამდე ხდება შინაგანი რევოლუცია. როდესაც  ფიქრობ, რომ საკუთარ ბიოგრაფიაში აღმოაჩინო ის, რაც შენი ცხოვრების წლებს ღირებულს და საინტერესოს გახდის. ჩემმა ნახატებმა საშუალება მომცა, მომესმინა საკუთარი ემოციებისთვის. ამით გადავრჩი, რადგან მე რამდენჯერმე დამჭირდა ხელახალი დაბადება, რომ მესწავლა, როგორ მეცხოვრა და მეარსება.

ხელოვნების ნიმუშის უკან ყოველთვის იმალება მთელი რიგი ისტორია და ამბავი ხელოვანზე, რომელმაც ის შექმნა. რა არის შენი მთავარი ამბავი, ის, რისი თქმაც გინდა საკუთარი ლექსის თუ ნახატის მეშვეობით?

მთელი ჩემი ხელოვნება ქალების ძლიერებაზე დგას. სიტყვით თუ საქმით, ვცდილობ, მათი მოტივატორი ვიყო, რადგან ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული უნარებისა და ძალების პატრონები ვართ. ამის ნათელი მაგალითია ემიგრაციაში მყოფი ქალები, რომლებმაც ახალგაზრდა ემიგრანტების გზა გაკაფეს უდიდესი ენერგიის საფასურად. მინდა ყველა ქალს სჯეროდეს საკუთარ თავში არსებული ძლიერი პიროვნების, რომელსაც შეუძლია იყოს შემდგარი, თავდაჯერებული და ამავდროულად უზომოდ ადამიანური ემოციებით სავსე.

სად უფრო მეტია თავისუფლება, ლექსში თუ ნახატში?

თავისუფლება ადამიანის რაციონალური მდგომარეობაა. ვიდრე ამას გავიაზრებდი, ვფიქრობდი, რომ თავისუფლება ადამიანის სულში, ემოციაშია. თუმცა ამ ემოციას სჭირდება ზღვარი და გონიერება, სწორი მიდგომა, რადგან მისი ზედმეტად გამოყენებით, შეიძლება საერთოდ დაკარგო. ყველგან ერთნაირად შემიძლია ვიყო თავისუფალი, თუ ვიცი, როგორ გამოვიყენო ეს ცნება. სიტყვა, ფერები, ფუნჯი მხოლოდ დამხმარე ხელსაწყოებია.

რატომ გვინინა? რატომ აირჩიე ეს და არა სხვა ფსევდონიმი?

ჩემი ფსევდონიმი გვირილების სიყვარულს უკავშირდება. ასე ვხსნიდი ყოველთვის, როდესაც ამ შეკითხვას მისვამდნენ. ახლა სხვანაირად ვფიქრობ. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე სრულიად სხვაგვარ ისტორიას ვუწერ საკუთარ თავს, სადაც ძველი სახელისგან, პრაქტიკულად არაფერი და არავინაა დარჩენილი. მინდა, წარსულმა მთლიანად წაიღოს ჩემი სახელი თავისი ამბებით და დარჩეს მხოლოდ ახალი მე, რომელსაც გაცილებით მეტი აქვს სათქმელი.

ყველა ადამიანს აქვს ოცნება. შემოქმედის ოცნებები კი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. შენ რას ინატრებდი ყველაზე მეტად? რა სურს გვინინას ცხოვრებისგან?

გვინინას ძალიან სურდა, რომ დაენახა ის, რასაც ვერ ხედავდა, ეთქვა ის, რასაც ვერ ამბობდა და ყოფილიყო იქ, საიდანაც დაიწყებოდა მისი ათვლის წერტილი. საკუთარ თავს ვასწავლე ოცნება და დავიჯერე, რომ ყველა კეთილი ნატვრა, რომელსაც ჩვენს გულს ვუსურვებთ, დიდ ენერგიად გარდაიქმნება, რომელსაც ღმერთი ხედავს და ისმენს. ოცნება და ვიზუალურად აღქმა საკუთარი მისწრაფებების ყოველთვის მეხმარებოდა, მიმეღწია მიზნებისთვის.

როგორია იტალიიდან დანახული სამშობლო, შენს ქვეყანაში რის შეცვლას ისურვებდი და როგორ საქართველოში გინდა ცხოვრება?

მადლობას გიხდი, ამ შეკითხვისთვის. ძალიან მძიმე და ტკივილიანია. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს შენს დაუძლურებულ შვილს უყურებ. შვილს და არა მშობელს, რადგან საქართველო ძალიან ახალგაზრდაა, არა ასაკით, არამედ სულით და შემართებით. შესაბამისად, მე მის მომავალს ვხედავ, როცა იგი ,,გარდატეხის ასაკიდან’’ გამოვა.

ჩემი ჩამოსვლის პირველივე დღიდან აღმოვაჩინე სასიამოვნო და საინტერესო ეთიკური  და კულტურული ასპექტები. აუცილებლად შევისრუტავ მათ ისე, რომ ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ ქცევაში. არ ვიცი, ადამიანებს, როგორ ესმით ზოგადად ევროპული კულტურა, რადგან რითაც ისინი ევროპას აძაგებენ, თავად ევროპელსაც არ სჭირდება. ნამდვილად ისეთ საქართველოში ვისურვებდი ცხოვრებას, სადაც ქართველის სიტყვას, საქმეს და ენერგიას პატივს სცემენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, რადგან ჩვენც იგივე მოგვეთხოვება მათ მიმართ.

რა არის შენი მთავარი მამოძრავებელი ძალა?

ჩემი ოჯახი, რომელიც მუდამ ,,მაიძულებს’’ მქონდეს სუფთა სინდისი, პასუხისმგებლობის უნარი და სიმყარე.

გვინინა, როგორ ფიქრობ, რა ხდის სიცოცხლეს ღირებულს?

ზრუნვა. უპირობოდ, სხვებზე ზრუნვა. ამით ივსება შენი და იმ ადამიანის სული, ვისზეც ზრუნავ. ეს უდიდესი ენერგიაა, რომელიც წრიულად ბრუნავს და აცნობიერებ, რატომ გიხარია დილის გათენება.

და ბოლოს, რას ეტყოდი ქართველ მკითხველს, რას უსურვებდი მათ?

ქართველ მკითხველს ვუსურვებ უზარმაზარ ენერგიას ბრძოლისთვის, რადგან წინ მთელი რიგი მოვლენები გველოდება, სასიკეთო ცვლილებებისა. ვეტყოდი, რომ არასდროს არაფრის გამო არ დაკარგოს საკუთარი ღირსება და სინდისი.

ავტორი: ანო ტვილდიანი

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Предсказано будущее цен на жилье в России

День знаний в 2024 году: 1 или 2 сентября, тема классного часа, прогноз погоды

Сладости от ´Красного пищевика´ в Москве празднуют Дни рождения.

В Сочи подвели итоги конкурса национальной патриотической песни «Красная гвоздика» имени Иосифа Давыдовича Кобзона

Музыкальные новости

«Норникель» оптимизирует производство с помощью «Озера данных»

Театр «Модерн»: Объявлены даты премьер нового сезона

Путин выпустил указ, который ждали очень давно: Люди из западных стран массово устремились в Россию

«Хотим, чтобы зритель увидел, какие они – современные китайцы!» ТНТ раскрывает дату премьеры шоу «Вызов. Китайский сезон»

Новости России

Актера Бориса Репетура лишили водительских прав на 1,5 года за нарушение ПДД

В Едином государственном реестре недвижимости содержатся сведения о каменном лабиринте «Вавилон», расположенном на территории Мурманской области

Нюша показала редкое фото повзрослевшего сына — вот где сейчас ее ребенок

Профессор Малинен: Финляндии нужен новый дружественный договор с Россией

Экология в России и мире

«Авторадио – Санкт-Петербург» дарит билеты на концерт Владимира Преснякова

Дети-пациенты Ставропольской психиатрической больницы посетили спортивный комплекс детского центра Family Park.

11 самых длинных рек России 

Показатель СОЭ у детей: Доктор Юзуп рассказала, когда нужно беспокоиться

Спорт в России и мире

Синнер о допинговом деле: «Теперь я в курсе, кто мне друг, а кто – нет. Те, кто хорошо меня знает, понимают, что я никогда не нарушу правила»

Теннисистка Александрова довольна своей игрой во втором круге турнира WTA в Мексике

В зоне особого давления // начинает US Open после допингового скандала первая ракетка мира Янник Синнер

Александрова вышла в полуфинал турнира в Монтеррее

Moscow.media

Настольный сканер штрих-кодов Heroje H719N

Отделение СФР по Москве и Московской области предостерегает: не поддавайтесь на уловки мошенников!

Почти 60 водопропускных труб отремонтировали на трассе Р-132 в Смоленской области

Готовность участка трассы Дюртюли – Ачит в Башкирии превысила 60 %











Топ новостей на этот час

Rss.plus






ФСИН опровергла информацию о полном захвате волгоградской ИК террористами

Стало известно, почему Армения не решается порвать отношения с Россией

В Москве объявлено штормовое предупреждение

УМВД по Владимирской области отметило свой 80-летний юбилей