“ჯართს აგროვებს პატარა ობოლი ბიჭი, ყოველდღე არაო, წვიმის მერე, წვიმის მერე უფრო მეტი ჯართიაო ამბობს და ცრემლები ღაპაღუპით სდის 5 ლარი გამომდისო, საჭმელი არ გვაქვს სახლშიო. “ჯართად” აქცია ჩემი მიწა , ჩემი სამშობლო, ერთმა მდიდარმა ოლიგარქმა, ბეჭებზე დასცა ჩემი ქვეყანა, ღირსებააყრილად აქცია, დიახ, ამ ქვეყანას, ამ წალკოტს აღარავინ, არავინ მოიხსენიებს უკვე საზღვარს იქით, პასპორტი ჩვენი ქვეყნის მეორეხარისხოვანი გახდა, მექსიკის საზღვარს კვეთენ ბავშვებით ზურგზე მოკიდებული ქართველები, ტალახიან ეკალბარდებიან გზას გადიან, ზღვას, ჭაობს, შლამს გაივლიან ან ვერ გაივლიან და იქვე თვალებგახელილები რჩებიან, ან თვითმფრინავის საბარგულში პოულობენ უპატრონო უცნობ ცხედრად, მათი ტრაგედიაც, სურვილები, სიყვარული, სილაღე, შფოთვა, ყველაფერი უცნობ ისტორიად -უცხო ცხედრად რჩება …..ნანატრი თავისუფლების ძიებაში თუ სარჩო-საბადებლის ძიებაში ისინი ტოვებენ საქართველოს,
ჩემი ამაყი ქართველები აღარ იბრძვიან?!ჩემი ამაყი ქართველები დაიღალნენ?!
ჩემი ამაყი ქართველები გამოიფიტნენ?!
ბადე შემორტყმული საქართველო გულს მიკლავს შეურაცხმყოფელს ხდის ყოფას, ასე გვექცევიან, ასე ექცევიან ჩემს სამშობლოს, როგორც ერთხელ პოეტმა გულისტკივილით ბრძოლის უნარდაკარგულ ქართველებს უთხრა თქვა : ” შენ გალიის ჩიტი ხარ? და სხვაგან ვერ იგალობებ?!”და იქვე ესეც თქვა იგივე პოეტმა: “შენს შემდეგ ქვა ქვაზე ნუ ყოფილა, შენს შემდეგ სიცოცხლეც შევარცხვინე”.
ასეა- მართლაც შევარცხვინე!”” – წერს სოციალურ ქსელში პარტია”კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.