Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რა ხდება ფიქრისას ადამიანის გონებაში

ფიქრების კორიანტელი ხშირად გვესხმის თავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაძინებას ვცდილობთ. წამიერად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ისინი გაქრნენ. ამას მედიტაციას ეძახიან, როდესაც ადამიანი სულიერად მშვიდდება და მას მშფოთვარე ფიქრები აღარ აწუხებს, თუმცა შესაძლებელია თუ არა ფიქრის სრულად შეჩერება?

ჯულია კამმა, კოგნიტურმა მეცნიერმა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლის უნივერსიტეტის რაინდების ლაბორატორიიდან თქვა, რომ ეს პროცესი რთული გამოსაცდელია. მაგრამ ცხადია, რომ „მედიტატორები უკეთ აკონტროლებენ თავიანთ ფიქრებს“, განუცხადა კამმა Live Science-ს.

არსებობს განსხვავება ფიქრსა და იმის გაცნობიერებას შორის, რომ ფიქრობ. ასე რომ, თუ ვინმეს ჰკითხავთ, რაზე ფიქრობს და ის გიპასუხებთ “არაფერზე”, შეიძლება უბრალოდ ვერ აცნობიერებდეს, რომ ფიქრის პროცესშია. თქვენ, შესაძლოა, ღრმად იყოთ ჩაფიქრებული ურთიერთობაზე ან მომავალ გამოცდაზე და ამას მხოლოდ მაშინ მიხვდეთ, როცა ვინმე მხარს გაგკრავთ ან დაგიძახებთ. 

სინამდვილეში ტვინი არასოდეს წყვეტს ფიქრს. თუ ხალხში ნაცნობ სახეს დაინახავთ და ფიქრობთ, რომ იცნობთ მათ, შესაძლოა, მაშინვე ვერ გაიხსენოთ, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ უცებ მიხვდეთ, ვინ იყო ეს პიროვნება. რაც თქვენი ტვინის “ფიქრის” შედეგია.

გადაწყვეტილების მიღებაც კი ძირითადად არაცნობიერად ხდება. ”თუ თქვენ გულისხმობთ ფიქრს, როგორც საკუთარ თავთან შინაგან დიალოგს, მაშინ, დიახ, ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ეს შინაგანი დიალოგი”, – თქვა კამმა. მაგრამ თუ ფიქრი ნიშნავს არაფერზე ყურადღების ფოკუსირებას, „ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო რთული იქნება ადამიანისთვის“.

ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ იმ შინაგანი ჰარმონიის წერტილს, რომელსაც “სულის ცარიელი მდგომარეობა ჰქვია”, მაგრამ შეუძლებელია გონებაში განზრახ შევწყვიტოთ აზრების მიმდინარეობა. 

წყარო: Livescience

ფოტო: Unsplash

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus