თაფლის უნიკალური თვისებები
განსაკუთრებული ფერის, სურნელისა და გემოს გარდა, თაფლი სასარგებლო და სამკურნალო, გამაჯანსაღებელი თვისებებითაც გამოირჩევა. იგი შეიცავს შაქრის დაბალ დონეს და მდიდარია ანტიოქსიდანტებით. აგრეთვე ხელს უშლის გულის დაავადებების წარმოქმნის რისკს და ამცირებს არტერიულ წნევას.
ანტიკურ საბერძნეთში თაფლი დამწვრობის და ჭრილობების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. თაფლით აგრეთვე მნიშვნელოვან კანის მოვლის საშუალებებს ამზადებენ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქრის ნაცვლად ჩაიში, ყავაში ან იოგურტში. მეტად კარგია მისი მიღება დილით, რადგან გავსებთ ენერგიით და მთელი დღის განმავლობაში გეხმარებათ იყოთ პროდუქტიულები.
იგი ასევე აუმჯობესებს მეხსიერებას და იმუნურ სისტემას. ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესებას. შეიცავს კალციუმს მაგნიუმს და ფოსფორს. რა თქმა უნდა, თაფლი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროდუქტის მიმართ ალერგიულები არ არიან და მათი ორგანიზმი ამ ნივთიერებას ითვისებს.
წყარო/ფოტო: Health Line