Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინა იუწყება რუსეთის გეგმაზე დაბლოკოს კავშირი ხერსონში

რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული პირები ხერსონის ტელეცენტრში ახორციელებენ აღჭურვილობის დემონტაჟს - იუწყება ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი, რომელიც უკრაინის არმიამ შექმნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იატაკქვეშა მოქმედებების კოორდინირების მიზნით. ცენტრის მონაცემებით, ტექნიკის გამორთვის მიზანია ხერსონის საინფორმაციო იზოლაცია, რათა მაცხოვრებლებს არ ჰქონდეთ საშუალება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინფორმაცია მიაწოდონ კიევის კონტრშეტევის დროს. 


ცენტრი ადგილობრივ მცხოვრებთ მოუწოდებს ქალაქი დატოვონ და უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ. 


ასეთ ფონზე, რუსეთს ხერსონის მოსახლეობა მასობრივად გადაჰყავს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე და აცხადებს "ფრონტზე შექმნილ დაძაბულ სიტუაციაზე". 


დნეპრის გავლით გადაზიდვებზე უკრაინის ძალების დარტყმებმა მნიშვნელოვნად გაართულა მდინარის მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსი სამხედროების მომარაგების პროცესი. ვარაუდობენ, რომ მათ გაუჭირდებათ პოზიციების შენარჩუნება. 


რუსეთი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად უტევს უკრაინის ელექტროენერგიის სადგურებს, წყლის მიწოდების სისტემებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, მძიმედ დაზიანებულია ქვეყნის ელექტროენერგიის სისტემის 40 პროცენტი - აცხადებს კიევი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus