Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს მოუწოდებს ტელეარხ RT-ის აკრძალვისკენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდა აკრძალონ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის, RT-ის მაუწყებლობა, და არხის წამყვანს, ანტონ კრასოვსკის ბრალი დასდო აგრესიულ მოწოდებებში გენოციდისკენ. 


კულებამ ტვიტერზე გამოაქვეყნა ნაწყვეტი არხის გადაცემიდან, რომელშიც კრასოვსკი, მწერალ სერგეი ლუკიანენკოსთან საუბარში მათ შორის გამოდის წინადადებით დაახრჩონ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამასთან, ნაწყვეტში ჩანს, რომ კრასოვსკი ასევე გამოდის წინადადებით ასეთი ბავშვების ცოცხლად დაწვაზე, და განცხადებით, რომ უკრაინა "საერთოდ არ უნდა არსებობდეს". 


გადაცემა ეთერში 20 ოქტომბერს გავიდა. 


"ხელისუფლებებმა, რომლებსაც RT ამ დრომდე არ აუკრძალავთ, ეს ნაწყვეტი უნდა ნახონ. აი ვის მხარეს დგებით, თუკი RT-ის თქვენს ქვეყნებში მუშაობის საშუალებას აძლევთ. გენოციდის აგრესიული ხელშეწყობა (ჩვენ ამის გამო ამ ადამიანს გავასამართლებთ), რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან. აკრძალეთ RT მთელს მსოფლიოში!" - წერს კულება. 


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ RT-ის მაუწყებლობა აიკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში და კანადაში. არხის განყოფილებამ მუშაობა შეწყვიტა შეერთებულ შტატებში. ამავე დროს, მაუწყებლობა გრძელდება მათ შორის არაბულ და ესპანურ ენებზე.


ანტონ კრასოვსკი რუსი ჟურნალისტია, რომელმაც სახელი გაითქვა არხ НТВ-ზე მუშაობისას, მუშაობდა ქსენია სობჩაკის შტაბშიც. RT-ზე ის ავითარებს რუსულენოვან მაუწყებლობას, არის უკრაინაში ომის მხარდამჭერი, არაერთხელ გამოსულა მოწოდებებით უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus