ირკუტსკში ჩამოვარდნილი Су-30-ის ორივე მფრინავი დაიღუპა
თვითმფრინავის დაცემის შედეგად სრულად დაიწვა ორსართულიანი ხის სახლი. ხანძარი გავრცელდა 200 კვ მეტრზე. მფრინავების გარდა არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავის ვარდნის დაზუსტებული მისამართლია: ირკუტსკი, პრჟევალსკის ქუჩა, 32, სადაც მდებარეოდბა კერძო სახლი, რომელშიც ორი ოჯახი ცხოვრობდა.
თვითმფრინავი გამოსაცდელ ფრენას ახორციელებდა.
ერთი კვირის წინ, კრასნოდარის მხარის ქალაქ იეისკში Су-34 გამანადგურებელ-ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ვარდნისას სამხედრო თვითმფრინავი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეხო.