გარდაიცვალა ბორჯომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი
„პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, მრავლობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით. რეანიმაციული ღონისძიება ტარდებოდა საათნახევრის განმავლობაში, პაციენტი სამწუხაროდ დაიღუპა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.
აფეთქება (სავარაუდოდ ბუნებრივი აირის) 22 ოქტომბერს, ლიკანში, მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა.
ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის 30-მდე მაცხოვრებელი სასტუმროებში გადაიყვანა.