Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჯაბა სამუშიას ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თსუ-ს რექტორის არჩევნებში

თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია ამბობს, რომ მნიშვნელოვანი საკითხების "აწევას" აპირებს მოვალეობის შესრულების ექვსთვიან ვადაშივე, რომლის გასვლის შემდეგ, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში. ამის შესახებ ჯაბა სამუშიამ განაცხადა  საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.


„თუ მე ავწიე ის, რისი გაკეთებაც ამ პერიოდში მინდა, რა თქმა უნდა, მექნება იმის სურვილი, რომ მომავალშიც ვიყარო კენჭი, მაგრამ თუ ვერ შევძელი და დავინახე, რომ ეს პრობლემები მართლაც არის იმ სიმძიმის, რომელსაც მე ფიზიკურად ვერ ავწევ და ვერ შევეჭიდები, არ ვაპირებ, კენჭი ვიყარო. ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. ჩემთვის უნივერსიტეტი და მისი ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ იქ ადამიანები იმის გამო არასდროს არ უნდა მიდიოდნენ, რათა სადღაც, რომელიღაც სავარძელში ჩაჯდნენ. ეს შეურაცხმყოფელია თვითონ უნივერსიტეტისთვის და უნივერსიტეტელობისათვის. მინდა, გულწრფელად გითხრათ, დღეს მე ეს არ მაქვს გადაწყვეტილი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ, რომლის თქმითაც, სამი მთავარი მიმართულება, რაზეც იგი იმუშავებს, არის სტუდენტური საცხოვრისის მშენებლობა, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მთლიანი განახლება და სწავლების დონის მაქსიმალურად ამაღლება.


ჯაბა სამუშიას თქმით, უნივერსიტეტში არის 16 საკმაოდ დიდი და ცნობილი კვლევითი ინსტიტუტი, რომელთა პოტენციალი აბსოლუტურად გამოუყენებელია.


„ვაპირებ ამ კვირაში შევხვდე კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს და მათ ერთი მარტივი შეკითხვა დავუსვა: სწავლების თვალსაზრისით, რა ინტელექტუალური კონტრიბუცია შეუძლიათ ჩადონ უნივერსიტეტის სტუდენტთა განვითარებაში. აუცილებელია, ეს შერწყმა მოხდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია 2022 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს.


თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩიეს.


სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში კი - ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus