პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხოდმაზე, განაცხადა, რომ ფერმერთა წახალისებისა და მხარდაჭერისთვის მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას მოახდენს, "რათა არც ერთი კილოგრამი ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი".
ირაკლი ღარიბასვილის განცხადებით, პროგრამაში 20-მდე საწარმო იქნება ჩართული, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კი საკოორდინაციო შთაბს უხელძღვანელებს.
„წელს ჩვენ 120 ათას ტონა ვაშლს ველოდებით. ჩვენ წინა წლებშიც გაკეთებული გვაქვს სუბსიდირება და წელსაც ასევე გავაკეთებთ სუბსიდირებას. მოგეხსენებათ, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაშლის წარმოებას და ამიტომ საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი, ხაზს ვუსვამ - არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი და ფერმერები მიიღებენ შესაბამის შემოსავალს. დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული ამ პროგრამაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 აგვისტოს მთავრობის სდომაზე.
პრემიერს არ დაუსახელებია სუბსიდირებითვის განკუთვნილი თანხის ოდენობა.
მოგვიანებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განმარტა, რომ პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
მანამდე ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება რთვლის სუბსიდირებასთან დაკავშირებით.