Добавить новость

В Рефтинском поздравили жительницу поселка со 100-летним юбилеем

Ozon играет по-крупному. Что придумали в марктеплейсе

Подведены итоги конкурса «Лучшие практики наставничества города Москвы»

Более тысячи жителей оформили обновлённую «Семейную ипотеку» в Сбере

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ხალხი თურქეთში გადადის ზეთის საყიდლად“ – „დეზერტირების ბაზარში“ მოსმენილი დიალოგები 

თბილისში, „დეზერტირების ბაზარზე“  სიხალვათეა. გამყიდველების ნაწილი პაპანაქებაში დგას, ზოგი აცა-ბაცა ჩამოფარებულ ნაჭრებს აფარებს თავს. სანამ კლიენტი გამოჩნდება დრო გაჰყავთ: ორნი ნარდს თამაშობენ, ერთი ქსოვს, ერთი კითხულობს, სხვები ერთმანეთში ლაპარაკობენ...


„სადაა ვაჭრობა, ვაჭრობა რომ იყოს საჭორაოდ მოვიცლიდით?“ - ამბობს ქალი, რომელიც ჩურჩხელასა და ბურღულეულს ჰყიდის. მისი დახლის მეზობელი, შუახნის მამაკაცი კლიენტების სიმცირეს ზაფხულის სიცხეს აბრალებს, ფასებიც არანაკლებ საშიშად გამოიყურება.


„ხილ-ბოსტანზე დიდი არაფერია მომატებული,  შარშან უფრო ძვირი ღირდა. კარტოფილი 70-80 თეთრზე ჩამოვიდა. აი, შემოტანილ პროდუქტზე - კი: შაქარი, ბრინჯი, ზეთი... ზეთი ყველაზე ცოტა 8 ლარი ღირს. დოლარი რომ გაძვირდა, მაშინ გაიზარდა ფასები. დოლარმა დაიწია, მაგრამ ფასი იგივე დარჩა. ხალხი ნაკლებად ყიდულობს. თურქეთში გადადიან პროდუქტების საყიდლად, სარფს როგორც კი გადახვალ იქვეა ბაზრობა. მე მოვკვდე, ბევრი თბილისიდანაც ჩადის. აქ ხუთი ლიტრი ზეთი 45 ლარი ღირს, სარფში - 25. სარფში ქიშმიში კილო 5 ლარი ღირს; ბრინჯი - 2 ლარი. ნუთუ განბაჟება იმდენი ჯდება, რომ აქ გასამმაგებულია ფასი?“


ზოია ზარქუა პომიდორებს დახლზე აწყობს და თან ჩივის, ასეთ მძიმე მდგომარეობას მე კი არა ჩემზე უფროსებიც არ მოსწრებიანო. ზოია ყველს და ხილ-ბოსტანს ყიდის. ყველი კილო 13 ლარია. თუ არ გაიყიდა, გადაყრა მომიწევსო. 


 




„ყოველდღე ფასი ასე იზრდებოდეს… და ამაზე არაფერი რეაქცია არ იყოს, ამნაირი არაფერი მინახავს. ერთ ცალს თუ შეჭამენ რაღაცას, ერთ ცალ პომიდორს. 2 ლარის ყველი ჩამომიჭერიო, რომ გეტყვის, რა გული უნდა გქონდეს, არ ჩამოუჭრა?! იმ 2 ლარით მთელი ოჯახი უნდა შეინახოს,  ტუალეტში შესვლა არ ღირს დღეს 2 ლარი“.


„რაც მინდა ვერაფერს ვყიდულობ. ხილი, მიდი, აბა, რა ღირს.  5-6 ლარი როდის იყო ხილი?“ - ამბობს მზემოკიდებული ასაკოვანი ქალბატონი. კიდეც სხვა გვეუბნება, რასაც „კორონობამდე“ ვყიდულობდი, ახლა იმის მეათედსაც ვერ ვწვდებიო: „ადრე ტომრებით ვყიდულობდი, ახლა სადღაა ასე“.


ქათამს 8.5 ლარი აწერია (კილო), სხვა დანარჩენზეც ფასები მაღალია, თუმცა, უფრო იაფი, ვიდრე სუპერმარკეტში. მაგრამ, როგორც მოვაჭრეები ამბობენ „დღეს ცხოვრება ისეთია, კაცი რომ სახლში დაღლილ-დაქანცული შევა, აღარ აქვს იმის თავი, ბაზარში წავიდეს“.


„ხალხი გასულია, მომპარავიც არ არსებობს არსად. მიუწვდომელი ფასი აქვს ყველაფერს. ახლა კომპოტობაა, მურაბობა, ღვინოს გაკეთება... ვერ გააკეთებს გლეხი ვერაფერს. გუშინ ჩემმა შვილებმა კომპოტი გააკეთეს და 7 კილო შაქარში 22 ლარი გადაიხადეს“, - ამბობს ბოსტნეულით მოვაჭრე ქალი.


ცოტა მოშორებით კლიმენტი ჯანელიძე უზარმაზარ საზამთროებს და ხილ-ბოსტანს ყიდის, გვეუბნება, ჩვენ ჩვენი კლიენტები გვყავს, ნარჩევი პროდუქტი გვაქვს და ჩვენთვის დიდად არაფერი შეცვლილა, პირიქით, ხილი და ბოსტნეული გაიაფდა კიდეცო.


- რა ღირს შენი პომიდორი? - ეკითხება ერთი.


- 5 ლარი.


- მერე იაფია მაგი?


- ლარადაც არის ჰიბრიდული და ჭამე თუ გინდა, - არ ეპუება კლიმენტი, - ჩვენი საქონელი ცოტა ძვირია, ნარჩევი საქონელია. ბევრი თავის სასინჯებით დადის უკვე. ცხოვრებამ მოიტანა თუ მოდაშია არ ვიცი. ძალიან ბევრი აკმაყოფილებს სტანდარტს, შემოტანილი უფრო, ვიდრე - ადგილობრივი.




საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ფასები წელს თითქმის  12%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7% შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები 16 %-ზე მეტით არის გაზრდილი. 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 3 აგვისტოს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ინფლაცია ნელი ტემპით შემცირდება და მიზნობრივ დონეს (3%-ს) ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის შუაში დაუახლოვდება.




მან ინფლაციის გამომწვევი მიზეზებიც ჩამოთვალა: საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები და მსოფლიოში მიმდინარე  გეოპოლიტიკური მოვლენები.


მიუხედავად ამისა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მაინც ფიქრობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები  სულგუნს არ უნდა აძვირებდეს.




„ყველა ქვეყანა ცდილობს ეს პროცესი შეამციროს. როდესაც სამომხმარებლო კალათა „მძიმდება“, ხელფასები და პენსიები უნდა გაიზარდოს, ჩვენთან მხოლოდ ფასები იზრდება. ეს პროცესი ადრეც იყო, მაგრამ ახლა თვალსაჩინო გახდა. გლობალური პროცესებიც მოქმედებს, მაგრამ ამ ყველაფერს სუბიექტური მიზეზებიც აქვს, ჩვენ ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები საქართველოშივე გვეწარმოებინა. ეს ამ პროცესს ძალიან შეარბილებდა. ახლა კი ადგილობრივი ვალუტა მყარდება, ფასები კი პირიქით, უფრო იზრდება“.


ექსპერტი ამბობს, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა,   კვების პროდუქტებზე ფასები მაშინაც კი იზრდება, როდესაც რომელიმე სხვა სეგმენტია გაძვირებული - ამ შემთხვევაში საუბარია ბინების ქირაზე. გაქირავების საფასური რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე გაიზარდა, როდესაც რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის მოქალაქეები მასობრივად ჩამოვიდნენ საქართველოში.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Астрономическая осень придет в Северное полушарие 22 сентября

Госавтоинспекция: четыре ребенка пострадали в ДТП на Земляном Валу в Москве

Генерал армии Виктор Золотов принял участие в заседании национального антитеррористического комитета

«Малышки» под запретом, или Почему власти принудительно увеличивают метраж новостроек

Музыкальные новости

Москвичам знаний хватает // Электронно голосовать на выборах в Мосгордуму намерены почти две трети респондентов

Сергей Собянин: Панде Катюше из Московского зоопарка исполнился год

Якутские киберспортсмены стали победителями Кубка России-2024 по "Counter-Strike 2"

"Павел, мы с тобой!" - Музыкальный лейбл объявляет акцию в поддержку Дурова!

Новости России

Вильфанд спрогнозировал температуру выше 30 градусов в десяти регионах России

В Рефтинском поздравили жительницу поселка со 100-летним юбилеем

«Екатеринбург-Сити» станет первым небоскребом из трубобетона в России

Золотые регионы России: «585*ЗОЛОТОЙ» рассказал, в каких городах чаще покупают изделия из золота

Экология в России и мире

10 секретов, которые психологи скрывают: узнайте, что они не хотят, чтобы вы знали!

Кайя Гербер снялась в новой кампании DKNY

Gloria Jeans выпустил новую рекламную кампанию с Ириной Шейк

Дети-пациенты посетили спортивный развлекательный комплекс

Спорт в России и мире

Александрова вышла в полуфинал турнира WTA-500 в Монтеррее

В зоне особого давления // начинает US Open после допингового скандала первая ракетка мира Янник Синнер

Екатерина Александрова уступила Лулу Сун в полуфинале турнира WTA-500 в Монтеррее

Арина Соболенко показала, как проходит её день в Нью-Йорке

Moscow.media

Глава российского бренда натуральной косметики Seahava объявила о выходе на рынок БРИКС

StarLine S97 CAN FD GPS – на страже вашего спокойствия

Две орловчанки перевели мошенникам по более полутора миллиона рублей

Музыкальный Продюсер. Известный музыкальный Продюсер.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Подведены итоги конкурса «Лучшие практики наставничества города Москвы»

Ozon играет по-крупному. Что придумали в марктеплейсе

Золотые регионы России: «585*ЗОЛОТОЙ» рассказал, в каких городах чаще покупают изделия из золота

«Екатеринбург-Сити» станет первым небоскребом из трубобетона в России