Добавить новость

People: Хейли Бибер хорошо себя чувствует после рождения сына

Сбер установил в Подмосковье более 53,7 тыс терминалов для оплаты покупок улыбкой

Новую спортивную площадку в селе Одинцовского округа обустроят до конца августа

Выдано разрешение на ввод дома по реновации в Нагорном районе



World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კობახიძის განცხადებით, ეკა გიგაურს „პირდაპირი მოწოდება ჰქონდა ომისკენ"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.


„გიგაურს რაც შეეხება, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც განაცხადა შემდეგი: რუსეთი ყველგან ვერ იომებს და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა. ეს იყო გიგაური და ასეთ დროს თითის გაშვერა სხვებისკენ არის უბრალოდ წარმოუდგენელი. პირდაპირი მოწოდება ჰქონდა მას ომისკენ. რას ემსახურება ეს ადამიანი ყველა ძალიან კარგად ხედავს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა გაემიჯნოს გიგაურის ნებისმიერ განცხადებას“, - თქვა კობახიძემ.


ირაკლი კობახიძე კოლეგებთან (მამუკა მდინარაძესთან და დიმიტრი სამხარაძესთან) ერთად ზუგდიდის მოსწავლე-ახალგზრდობის სასახლეში პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. ამის შემდეგ კობახიძემ მედიის შეკითხვებს უპასუხა. 


რაც შეეხება ეკა გიგაურის განცხადებას, მის მიერ 23 მარტს გაკეთებული კომენტარი იძებნება საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებსაიტებზე.


ამ კომენტარში ეკა გიგაური უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს:


"ინტერპრესნიუსი":


„საქართველოს შეიძლება ჰქონდეს უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, ვინაიდან დასავლეთი ყოველთვის განგვიხილავდა პარტნიორებად და დღეს ეს ყველაფერი უნდა დავამტკიცოთ. საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ეს არ არის ის საფრთხეები, რომლებზეც დღეს საუბრობს სახელმწიფო, მთავარი საფრთხეა, რომ შეიძლება შესაძლებლობების ფანჯარა ვერ გამოვიყენოთ. არასწორ დისკუსიებს ვატარებთ, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვართ დაყოფილები, მთავრობა არ ელაპარაკება ხალხს და არ ფიქრობს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.


უკრაინაში რუსეთი აგებს ომს და არის ერთობა დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებში, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა პუტინის რეჟიმი განადგურდეს. როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, მათ შორის ევროპასთან და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს სწორი ნაბიჯები გადავდგათ, ჩვენი მთავრობა და ხალხი უნდა იდგეს დასავლეთის გვერდით, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს, აუცილებლად უნდა დავგეგმოთ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სწრაფად მოხდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ამ საფრთხეებს პასუხი გავცეთ. ამისთვის მნიშვნელოვანია გაფართოებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც დამსწრე იქნება როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე პრეზიდენტი და მმართველი პარტია“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.


იდენტური შინაარსითა და კონტექსტით არის გიგაურის განცხადება გამოქვეყნებული "პირველი არხის" ვებსაიტზე.


"დაშინება და შეშინება ადამიანების არის არასწორი, ეს საფრთხე დღეს არ დგას, რადგან რუსეთი ომს აგებს უკრაინაში და შესაბამისად, იქ არ ყოფნის რესურსები, ამიტომ ის ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ დღეს სწორი მიმართულებით უნდა წავიყვანოთ დისკუსია და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ, ასევე ყველანაირად ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ".


"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა 15 ივნისს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "არც ეკა გიგაური და არც დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას არ ითხოვს".


დღეს, 3 აგვისტოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” (TI) 3 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის თანახმად, მხოლოდ მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დაარეგისტრირეს 6419 კომპანია. ორგანიზაციის ცნობით, ეს 7-ჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად 2021 წელს და თითქმის იმდენივე, რამდენიც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში.




გამოკვლევას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „სამწუხაროდ ესეც ნაწილია იმ კამპანიის, რომელიც ცდილობს წარმოსახოს თითქოს არის გარკვეული მიმდინარე ტრენდი, რომ საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული და დასავლეთს სცდება. ამ კამპანიას აწარმოებენ, თითქოს არის ანტიდასავლური ტრენდი, მერე ამის საპირისპიროდ თვითონვე აწარმოებენ კამპანიას, რომ დასავლეთი კარგია. თვითონვე ქმნიან ყალბ აღქმებს და მერე თავადვე ებრძვიან ამ ყალბ აღქმებს", - თქვა პაპუაშვილმა. 


 




 

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В марафоне «Земля спорта» в Светлогорске приняли участие 13 тысяч человек

Суд снова оставил без движения иск Бакальчук о бракоразводном процессе

Неделя финансовой грамотности научит, как сберечь и приумножить свои капиталы

Сервис Notion прекратит работать в России с 9 сентября

Музыкальные новости

Якутские киберспортсмены выиграли Кубок России

Нахватал штрафов. Тайный внук Пугачевой гоняет по Москве на «Мерсе»

ФК «Краснодар» 25 августа в рамках шестого тура РПЛ сыграет с «Динамо»

Очаровательная коллекция детской посуды в Fix Price

Новости России

В марафоне «Земля спорта» в Светлогорске приняли участие 13 тысяч человек

Неделя финансовой грамотности научит, как сберечь и приумножить свои капиталы

Добро пожаловать в Шупашкар!

Суд снова оставил без движения иск Бакальчук о бракоразводном процессе

Экология в России и мире

Певец и музыкант Алекс Анохин: и тут, и там

Колоноскопия пройдет без боли: о правилах подготовки к процедуре рассказал гастроэнтеролог Садыков

В ритме танца: Apelsin Ural Tango Marathon прошёл в столице Урала

Светлана Петрова рассказала, ждать ли обвала цен на жильё

Спорт в России и мире

В зоне особого давления // начинает US Open после допингового скандала первая ракетка мира Янник Синнер

Рублев пробился во второй раунд US Open

Екатерина Александрова уступила Лулу Сун в полуфинале турнира WTA-500 в Монтеррее

Арина Соболенко показала, как проходит её день в Нью-Йорке

Moscow.media

Начался суд над опекуншей убитого в Екатеринбурге мальчика

Майское утро....

Социальный фонд оказывает помощь эвакуированным жителям Курской области

На крыше гаража 11-летний мальчик получил смертельный удар током











Топ новостей на этот час

Rss.plus






Московским школьникам пообещали комфортную погоду 2 сентября

Отец убитой в Одинцово девушки рассказал о зарезавшем ее американце

«Эту потребность не смогу удовлетворить». Слуцкий рассказал, как проводит время в России

Маловато будет. Суд отклонил апелляцию Алсу