Добавить новость

Гидравлические испытания теплосетей завершили в городе

Свыше 2,3 тыс дополнительных рабочих мест появится в ТиНАО благодаря новым проектам

552 автобуса будут перевозить школьников Подмосковья в новом учебном году

ФСБ нашла казино в колонии в Ростовской области



World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზუგდიდის „დინამო“ გარიგებულ თამაშებში მონაწილეობას უარყოფს და პროკურატურას მიმართავს

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც „გარიგებულ თამაშებში“ მონაწილეობის გამო კლუბს სასჯელი დაეკისრა და პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩა. კლუბის ხელმძღვანელობა მიმართავს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება, რის საფუძველზე მიიღო ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება და ასევე ითხოვს კლუბისთვის „უსამართლოდ“ დაწესებული სასჯელის გაუქმებას.


კლუბში აცხადებენ, რომ შესაბამისი წერილით უკვე მიმართეს ფიფას და უეფას, მათ  თბილისის საქალაქო სასამართლოშიც შეტანილი აქვთ სარჩელი, კომიტეტის გადაწყვეტილების გაბათილების თხოვნით.


უკმაყოფილების მიზეზი და დავის საგანი გახდა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის 21 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც „გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის“ გამო ზუგდიდის "დინამო" მოხსნეს 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში. ასევე დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან და დაჯარიმებულია 10 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ფულადი ჯარიმა დაეკისრა და დროებით ეაკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა "დინამოს" ფეხბურთელების ნაწილს. ანალოგიური გადაწყვეტილება მაშინ კომიტეტმა თბილისის "შევარდენ 1906-ის" მიმართაც მიიღო.


ზუგდიდის „დინამოს“ პრეზიდენტმა ზაზა ჯანაშიამ და კლუბის ადვოკატმა ჯიმშერ ტყებუჩავამ დღეს, 3 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მიზანმიმართულად მიიღო „დინამოსთვის“ საზიანო გადაწყვეტილება, ისე, რომ მის წარმომადგენლებს არ მიეცათ თავის მართლების შესაძლებლობა.


ზუგდიდის „დინამოს“  პრეზიდენტი უარყოფს ე.წ. გარიგებულ თამაშებში მონაწილეობას და ამბობს, რომ არ აპირებს მისთვის  უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდას:


„ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ წინ წავსულიყავით. გუნდი მეოთხე ადგილზე მყავდა და იმნაირი რაღაც მომდეს, ვერ გავიგე რატომ, რის გულისთვის დაგვჩაგრეს. ჩემთან 60 ადამიანი მუშაობს, რომლებიც უხელფასოდ დატოვეს. ვუთხარი ფედერაციას, რას აკეთებთ მეთქი, ხალხი უმუშევრად რჩება მეთქი. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, ვერანაირი მტკიცებულება ვერ დამიდეს... გუნდი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც იყო. ყველანაირი დაფინანსება უნდა აღდგეს. ეს არის ჩემი სახელის გატეხვა და ქალაქის შეურაცხყოფა. ეს მარტო ჩემი შეურაცხყოფა კი არ არის. რაც ხალხს უყვარს და გულშემატკივრობენ, იმ საქმეს ვაკეთებდი მე. მაგრამ ვიღაც ვიღაცებს ეს არ მოწონთ. არ ვიცი რატომ. ის ვიცი, რომ როცა რაღაცას მაბრალებენ, მტკიცებულებაც უნდა დამიდონ“, - განაცხადა ზაზა ჯანაშიამ.


კლუბის ადვოკატის  ჯიმშერ ტყებუჩავას თქმით, "დინამო" ზუგდიდს ჯერაც არ მიეღო სადისციპლინო კომიტეტის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომ ფედერაციის ფონდიდან მიიღეს წერილი დაფინანსების შეწყვეტაზე, რაც კლუბის ხელმძღვანელობას უმყარებს ეჭვს, მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის მზადებაზე. ტყებუჩავას სიტყვებითვე, უფრო მეტის დაკონკრეტებისგან ჯერ-ჯერობით თავს შეიკავებს:


„მე რა ეჭვი მაქვს? კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ რაც ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის გახდა ცნობილი ჩვენი კოდექსის და კანონის მიხედვით, ამ წუთას სახალხოდ გაჟღერების უფლება არ მაქვს, არის სერიოზული წყალქვეშა დინებები. ეჭვს გამოვთქვამ, რომ იმის გამოისობით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ არ გადასცა პროკურატურას მასალები, ვიღაც ხელს აფარებს, ფედერაციაში არის, ან შეიძლება იყოს გუნდი, შეიძლება იყვნენ კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც ამ თაღლითურ სისტემაში არიან ჩართულები და ხელს აფარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თამაშებს აკეთებენ და უეფასთვის საჩვენებლად „დინამო“ ზუგდიდი გაწირეს.


ფაქტობრივად „დინამო“ ზუგდიდს ჩაბარებული არ ჰქონდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ლაპარაკია სადისციპლინო კომიტეტზე, კლუბს მოაწიეს წერილი ფედერაციის ფონდიდან, რომ რადგან დაქვეითებული ხართ, დაფინანსება შეგიწყდათო. ეს ფონდი უმაღლეს და მეორე ლიგის გუნდეს აფინანსებს. გადაწყვეტილება არ იყო მოსული, წერილი არ იყო აკრეფილი, რომ ფონდის წერილმა დაასწრო. ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ „დინამო“ ზუგდიდი არის განტევების ვაცი. წინასწარ მზადდებოდა კლუბის წინააღმდეგ ეს კამპანია“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე კლუბის ადვოკატმა. 


კლუბი ფედერაციისგან ითხოვს, გასაჯაროვდეს ყველა ის მტკიცებულება რის მიხედვითაც ზუგდიდის „დინამოს“ „გაყიდულ თამაშებში“ მონაწილეობა დაუდგინეს და სასჯელი დააკისრეს.


თავის მხრივ ფეხბურთის ფედერაცია „დინამოს“ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. მათ ვებ-გვერდზე 22 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტლების მიღებამდე გაეცნო უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მატჩებში საეჭვო ეპიზოდების ვიდეო ჩანაწერს.




 

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

200 лет - не возраст. Старую больницу превращают в современный медцентр

Еще одну подмосковную школу капитально отремонтируют

Беглого депутата лишили имущества в России

По факту хищений в «Роснано» расследуется сразу несколько уголовных дел

Музыкальные новости

Певец и музыкант Алекс Анохин: и тут, и там

"Павел, мы с тобой!" - Музыкальный лейбл объявляет акцию в поддержку Дурова!

Косметолог Мадина Байрамукова: какие процедуры стоит сделать после лета

Дистрибьюция Музыки.

Новости России

В Гидрометцентре спрогнозировали до +29 градусов в Москве 28 августа

Театр Топанова порадует зрителей новыми проектами и любимыми постановками

Беглого депутата лишили имущества в России

"Ъ": приток рабочих в Россию так и не восстановился после пандемии

Экология в России и мире

Золотые регионы России: «585*ЗОЛОТОЙ» рассказал, в каких городах чаще покупают изделия из золота

Дарим скидку участникам выставки домашних животных «Зоомир»

Дым отечества — привычное всем сжигание листьев оказалось опаснее курения

Новые звезды артистов, дизайнеров и предпринимателей зажглись на IV Фестивале “Красивый бизнес России – Мода. Музыка. Кино”

Спорт в России и мире

Теннисист Рублев был предупрежден за ругань в матче US Open

Эрика Андреева добилась победы на старте Открытого чемпионата США

Хачанов проиграл Эвансу в матче первого круга Открытого чемпионата США

Чжан Шуай проиграла 23-й раз подряд, обновив свой же антирекорд WTA и АТР

Moscow.media

Utrace поможет фармкомпаниям быстрее получать сведения о движении лекарств, произведенных контрактными заводами

Что-то надвигается...

Машина в хлам: под Орлом автомобиль влетел в дерево

«Я деньги зарабатывать приехал, здеся нравица»: таджика-уклонист не смог поверить, что у него забирают гражданство - видео.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Еще одну подмосковную школу капитально отремонтируют

По факту хищений в «Роснано» расследуется сразу несколько уголовных дел

Беглого депутата лишили имущества в России

В Госдуме РФ предупредили о новых штрафах для водителей с 1 сентября