რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შეიარაღებულ ძალებს დაავალა, გაზარდონ ოპერაციები ყველა მიმართულებით, რათა დონბასის რეგიონსა და სხვა ტერიტორიებზე თავდასხმები აღიკვეთოს, – ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, შოიგუ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა და არსებული მდგომარეობა განიხილა.
„მინისტრმა გასცა საჭირო მითითებები ჯგუფების მოქმედებების შემდგომი გაზრდისთვის ყველა ოპერატიულ მიმართულებაზე, რათა გამოირიცხოს კიევის რეჟიმის მიერ მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა დონბასსა და სხვა რეგიონებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და დასახლებული პუნქტების მცხოვრებლებზე“, – აცხადებენ უწყებაში.